მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით

Published on

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფასების ზრდა და ამიტომაც ვუყურებთ შეშფოთებული კურსის ტაბლოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რყევები არ იქნება დრამატული. ეროვნულ ბანკს თუ კომპეტენცია გააჩნია, პირველ რიგში, ეს არის ინფლაციის მიმართულებით და აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ კურსის ცვლილება არ დაეტყოს ფასების გრძელვადიან ცვლილებას. ჩვენ მოვისმინეთ ამომწურავი ახსნა-განმარტებები, ინფლაციასთან მიმართებაში. კურსთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ეს არის მცურავი და ჩვენი მცირე ეკონომიკიდან გამომდინარე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს არ უნდა აისახოს ფასებზე დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, რაც აქვს ეროვნულ ბანკს. ზოგადად წამალს რაც შეეხება, ინფლაცია 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ წამლებზე ფასები მომატებულია უფრო მეტად, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 15%-ით რიგ პოზიციებზე და ეს შემაშფოთებელია", – განაცხადა აკაკი ზოიძემ.მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მიდის მუშაობა ამ მიმართულებით დამატებით ზომებზე."პირველი, რაც გაკეთდა, ის იყო, რომ სოციალურად დაუცველებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი 30 მედიკამენტი არის პრაქტიკულად უფასო. ეს ძალიან დიდი შეღავათია, დამერწმუნეთ. ვაპირებთ, რომ წამლების ასორტიმენტი გავაფართოოთ, გავაფართოოთ ასევე კონტიგენტი მომავალში. 10 მლნ-ია ბიუჯეტი გამოყოფილი ამავე პროგრამაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ნელ-ნელა გავაფართოებთ ყველა ხანდაზმულ მოქალაქეზე, ყველა ქრონიკულად დაავადებულ მოქალაქეზე ამ პროგრამას. წამლების პრობლემა ძირითადად არის ქრონიკულ ავადმყოფებში, ვისაც მუდმივად სჭირდება წამლის შეძენა. ვისაც ერთჯერადად სჭირდება ტკივილგამაყუჩებლის ან ანტიბიოტიკის შეძენა, ეს არ არის დიდი დარტყმა მოქალაქეების ჯიბისთვის, მაგრამ ქრონიკული ავადმყოფებისთვის ეს მედიკამენტები იქნება სიმბოლურ ფასში და შევეცდებით, რომ სოციალურად დაუცველის გარდა ეს გაფართოვდეს ყველა პენსიონერზე", – განაცხადა ზოიძემ.

სიახლეები

ათასობით პოტენციური მკვლელი ქუჩას უბრუნდება – რა მოჰყვება მართვის მოწმობების ამნისტიას

ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი ეხმიანება "ოცნების" ინიციატივას ჩამორთმეული მართვის მოწმობების მასობრივო ამნისტიის შესახებ და წერს,...

ევროკავშირი დღითიდღე სუსტდება-კობახიძე

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, “ევროკავშირი დღითიდღე და წლიდან წლამდე სუსტდება“. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა,...

ჩამორთმეული მართვის მოწმობების ამნისტიას კობახიძემ “ჰუმანური აქტი” უწოდა

ოლიგარქ ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობების დაბრუნება ჰუმანური აქტია. "ზოგადად, ნებისმიერი...

სოხუმის აკვატორიაში დაკარგული კაცის სამაშველო-სამძებრო სამუშაოები შეწყვიტეს

ე.წ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარისა და გალის ყოფილი გამგებლის ვაჟა ზარანდიას სამაშველო-სამძებრო სამუშაოები...