ვანდალიზმის შემთხვევა ბათუმში – მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების გაყვანის დროს ბენზეს დასახლებაში მშენებლებმა ქვევრს მიაგნეს, თუმცა სანამ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგნტომდე მივიდოდა, მუშებმა ქვევრი განგებ დააზიანეს, ჯერ ხელით, შემდეგ კი უკვე სამშენებლო მძიმე ტექნიკით.ვანდალებს სავარაუდოდ, ქვევრში განძის პოვნის იმედი ჰქონდათ. ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც, მშენებლების მიზანმიმართულ ვანდალიზმს თუ უნებლიე დაუდევრობას საქართველოს ისტორია ეწირება.არქეოლოგების განცხადებით, აღმოჩენილი ქვევრი დაახლოებით მე-11 – მე-13 საუკუნის არის. მათი თქმით, უნიკალური აღმოჩენა თითქმის სრულად არის დაზიანებული.„ქვევრი განვითარებული შუა საუკუნეების უნდა იყოს. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ძველი წელთაღრიცხვის, მე-8 საუკუნიდან დაწყებული გაგრძელებული შუა საუკუნით. რაც შესაძლებელი იქნება გადავარჩენთ. ჩვენ რომ გვცოდნოდა, ჩვენი წარმომადგენელი მეთვალყურეობას გაუწევდა და ასეთი ბარბაროსობა არ მოხდებოდა,“ – განაცხადა არქეოლოგი ამირან კახიძემ. შუასაუკუნეების ქვევრის დაზიანების ფაქტს უკვე გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც დაიწყება მოკვლევა.„ვინც აფიქსირებს ამ პროცესს და რეაგირება არ ჰყვება, გარკვეულწილად წახალისებაა და დანაშაულში ხელის შეწყობაა. აქ პირების პასუხისმგებლობაა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაშიც და სისხლის სამართალშიც პირზე არის საუბარი,“ – განმარტავს ნიკოლოზ ანთიძე.ამ დროისთვის ბათუმში თამარის დასახლებაში სამუშაოები დროებით შეჩერებულია. განმარტებები გაკეთდა კომპანიაშიც, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.„მუშები გაფრთხილებული არიან, რომ რამე არქეოლოგიურს თუ წააწყდებიან, გვანიშნეთ. უცოდინრობა და ამასთან ერთად ეგონათ, ბავშვობიდან გამოყოლილი ზღაპრები, რომ განძი უნდა იყოს, ამის გამო არავის არ შეატყობინეს და იმ წუთშივე მოახდინეს გატეხვა. 600 მუშას ყველას ზედამხედველს ხომ ვერ დავუყენებთ, იციან მკაცრი ინსტრუქციები, რა უნდა გააკეთონ და როგორ,“ – აცხადებს ალექსანდრე ბაღათურია.ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, მომხდარზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.
ბათუმში მშენებლებმა მე-11 საუკუნის ქვევრი დააზიანეს
სიახლეები
სიახლეები
შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...
სიახლეები
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული
მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....
სიახლეები
შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი
შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....
სიახლეები
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...