მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპუტინმა აფხაზებს ლეოპარდი მიუსია. ვინ ხეები აიხირა, ვინ - ნადირი

პუტინმა აფხაზებს ლეოპარდი მიუსია. ვინ ხეები აიხირა, ვინ – ნადირი

Published on

15 ნოემბრის ღამით სოფელ ლიხნის მცხოვრების მიერ დადგმულ ხაფანგში ლეოპარდი გაება, იგი საქნიელად დაბმულ საწყალ ქათამს დახარბდა.  
მეორე დღეს აფხაზეთში ჩავიდნენ წინააზიური ლეოპარდის მოშენებისა და განვითარების ცენტრის რუსი სპეციალისტები იმის დასადგენად, არის თუ არა ეს ლეოპარდი ერთ-ერთი იმ სამიდან, რომელიც  გასულ წელს სოჭის ეროვნულმა პარკმა  გაუშვა კავკასიის მთებში. სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ეს სწორედ ის ლეოპარდია და სოჭში რებილიტაციის შემდეგ კვლავ ველურ ბუნებაში დააბრუნებენ. 
 
17 ნოემბერს აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა რომან დბარმა მედიისათვის გააკეთა განცხადება, რომ გალიაში გამოზრდილი ლეოპარდი კარგავს ველურ ბუნებაში ადაპტირების უნარს, ვერ ნადირობს გარეულ ფრინველებს და ცხოველებზე  და,  რამდენჯერაც არ უნდა გაუშვან თავისუფალ არეალში, იმდენჯერ დაბრუნდება ადამიანებთან, რაც სახიფათოა მოსახლეობისათვის, რადგან  საქმე ყოველთვის არ დამთავრდება  ქათმის დაგლეჯით, როგორც ეს ამჯერად მოხდა.   
 
რომან დბარის თქმით, ლეოპარდი ახლა სოწშია გადაყვანილი, კარანტინში, სადაც უტარდება აუცილებელი ანალიზები სხვადასხვა პარაზიტებზე და შესაძლო ინფექციურ დაავადებებზე , რადგან იგი მისი მდგომარეობისა და ქცევების ბოლო შესწავლის შემდეგ  წელიწადნახევარი იმყოფებოდა ბუნებრივ გარემოში და როცა ბუნებაში დააბრუნებენ  ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ, მასთან კონტაქტი შეიძლება სახიფთო აღმოჩნდეს ადრე გაშვებული სხვა ლეოპარდებისთვისაც.  
 
რუსეთის კვკასიონის ტყეებში გაშვებული ლეოპარდის გამოჩენამ აფხაზების საცხოვრისში დაადასტურა, რომ  ამ საკითხში აუცილებელია ორი ქვეყნის თანამშრომლობა – აფხაზეთი უნდ ჩაერთოს ლეოპარდის პროგრამაში, რომელსც რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი რესურსების  დეპარტამენტი ახორციელებს. 
 
 
რუსეთეთთან საზღვარი, რომელიც კავკასიის ქედზე გადის, დიდია და ეს ქმნის მაღალ ალბათობას იმისა, რომ იქ გაშვებული ლეოპარდი სხვა ზონაში ან აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოვა, ამიტომ ჩვენ უნდა მოგვეცეს მისი გადაადგილებისათვის თვალყურის დევნების შესძლებლობა – უნდა შეიმნას სათანადო სტრუქტურა, რომლისთვისაც  მისაწვდომი  სპეციალური ნავიგატორიანი საყელოებიდან სიგნალების მიღებისათვის საჭირო აპარატურა, რატა შესაძლო გარულება ავირიდოთ თავიდან – აცხადებს დბარი.
 
 
ჩვენი მხრიდნ დავძენთ, რომ წინაზიური ლეოპარდის რეინტროდუციის პროგრამა იმიერკავკასიაში 2009 წლიდან დაიწყო ვლდიმერ პუტინის ინიციატივითა  და ზოოპარკებისა და აკვარიუმების ევროპული ასოციაციის ხელშეწყობით. 
კავკასიაში ლეოპარდის პოპულაციის აღდგენის პროგრამა ოც წელზეა გათვლილი. ამ დროის განმავლობაში ბუნებრივ გარემოში გაშვებულ უნდა იქნას, როგორც მინიმუმ,  20 – 30 ლეოპარდი. პოპულაციის საბოლოო აღდგენაზე ლაპარაკი კი  შეიძლება მას შემდეგ, რაც ბუნებაში დამკვიდრდება 50 მოზრდილი  და ოცი მოზარდი ნადირი.
 
 
 
 

სიახლეები

აქციაზე მყოფ ფოტოგრაფს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიები მოხვდა

29-30 ოქტომბრის ღამეს, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე დაშავდა. მელაძე ვარაუდობს, რომ...

რაც მეტი საჯარო მოხელე გამოთქვამთ განსხვავებულ აზრს, მით მეტად დაცულები იქნებით – გახარია

პარტია "საქართელოსთვის" ლიდერი საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ნუ შეეშინდებათ საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა. პოლიტიკოსის თქმით,...

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა თანამდებობა დატოვა

შსს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორი გიორგი გაბეხაძე წერს, რომ თანამდებობას ტოვებს: "დღეს, 2024...

“ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა” – პროფესიული კავშირების გაერთიანება

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვაცხადებთ, რომ ევროინტეგრაციას არ აქვს ალტერნატივა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში...