მთავარისიახლეებისაზოგადოებაეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის მუზეუმი გაიხსნა

Published on

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში  გაიხსნა წიგნის მუზეუმი, რომელიც   19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს. 
კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო – ასე აფასებენ  სპეციალისტები ამ პირველ მუდმივმოქმედ გამოფენას.
 
 
ექსპოზიცია  4 ნაწილადაა დაყოფილი: 
 იშვიათი გამოცემები განყოფილება, სადაც  ქვეყანაში დაცული რარიტეტები –  სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია გამოფენილი. 
”ვეფხისტყაოსნის” მუზეუმი – პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხო ენებზე;
ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთები და ბიბლიოთეკა;
ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ-კონტროლის აპარატით.
 
წიგნის მუზეუმი ”დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის” მხარდაჭერით გაიხსნა.
გახსნას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრნენ.
 
 
 

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...