სროლა თბილისის რკინიგზის სადგურთან

0
397
სროლა იყო ცოტა ხნის წინ რკინიგზის სადგურთან. 
როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაჭრილია ერთი მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით,  მას სავარაუდოდ სამი პირი მისდევდა.   
სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ თავდამსხმელებმა მიმალვა სცადეს, თუმცა, პირმა, რომელსაც იარაღი ეკავა ხელში, გაქცევა ვერ მოახერხა და ადგილზე დააკავეს.  იარაღი ამოღებულია
სადგურის მოედანზე დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შსს ამ ეტაპისთვის მომხდარზე სხვა კომენტარს არ აკეთებს. 
წინა სტატიაქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდში დღეს ჩამოაბრძანეს
შემდეგი სტატიარა მოხდა ტურინში, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია ბუნტის ჩახშობისას 23 წლის ქართველი ახალგაზრდის დაღუპვის შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური