მთავარისიახლეებისაზოგადოებამიწისძვრა აზერბაიჯანში - მინგეჩაურის წყალსატევი არ დაზიანებულა

მიწისძვრა აზერბაიჯანში – მინგეჩაურის წყალსატევი არ დაზიანებულა

Published on

ეპიცენტრი მიწისძვრისა, რომელიც წუხელ თბილისშიც იგრძნობოდა,   აზერბაიჯანში, მინგეჩაურის სიახლოვეს მდებარე  ქალაქ ბარდაში დაფიქსირდა  –  საქართველოს საზღვრიდან 135 კილომეტრში.
 მიწისძვრა  ადგილობრივი დროით 23:45 საათზე მოხდა, პირველი ბიძგების  სიმძლავრე 5.6 მეათედი მაგნიტუდა იყო, ხოლო  რამდენიმე საათში განმეორებული ბიძგებისა –  3 ბალი. თავად ეპიცენტრში კი 7 ბალი. 
 
აზერბაიჯანი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აგდამის რაიონში დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
ხანძარი გაჩნდა ელექტრომომარაგების სისტემის ერთ-ერთ პუნქტზე, რის გამოც რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
 ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
სპეციალური კომისია ზარალის ოდენობას ითვლის.
 

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...