მთავარისიახლეებიმსოფლიოჩვენი მილიარდერი ნახევარ თბილისს ერთ ლარად ყიდულობს, ამერიკელი მილიარდერები კი მდიდრებისთვის...

ჩვენი მილიარდერი ნახევარ თბილისს ერთ ლარად ყიდულობს, ამერიკელი მილიარდერები კი მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებიან

Published on

400-ზე მეტი ამერიკელი მილიარდერი და მილიონერი მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგება. . ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
შესაბამისი წერილით მათ მიმართეს აშშ-ის კონგრესს, რომელმაც უნდა განიხილოს  სექტემბრის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი   გეგმა საგადასახადო სისტემის ცვლილებების შესახებ.  გამოცემის ცნობით, ეს ყველაზე მასშტაბური  ცვლილებებია აშშ-ში ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში – ამ დროის მანძილზე   საგადასახადო სფეროში ასეთი რეფორმა არ განხორციელებულა.
 
კონგრესისადმი მიმართვას  ხელს აწერენ  ჯორჯ სოროსი, სტივენ როკფელერი, დიზაინერი ეილინ ფიშერი და სხვა ცნობილი მდიდარი ამერიკელები.
 
წერილში გადასახადების შემცირების მოწინააღმდეგეები წერენ, რომ რესპუბლიკური პარტიის მიერ შემოთავაზებული წინადადება, რომლის მიხედვითაც მდიდრებისთვის გადასახადები მცირდება, შეცდომის ტოლფასია. ამის მიზეზად კი ისინი აშშ-ის სახელმწიფო ვალის სიდიდეს ასახელებენ. 
 
ისინი მიიჩნევენ, რომ მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადი უნდა გაიზარდოს და არა შემცირდეს და დასძენენ, რომ ამერიკული კომპანიების მოგება რეკორდულად მაღალია და მათ დამატებითი ფული არ სჭირდებათ.
 
"მთავრობამ უნდა გამოყოს თანხები ისეთი მიზნებისთვის, რომლებითაც ყველა ისარგებლებს: განათლება, მეცნიერება, ინფრასტრუქტურული პროექტები, მედიკამენტები, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა", – წერია წერილში.
 
 ასე რომ, სანამ ჩვენი მილიარდერი ნახევარ თბილისს ერთ ლარად ყიდულობს, ამერიკელი მილიარდერები  მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას ეწინააღმდეგებიან
 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...