მთავარისიახლეებიმსოფლიო,,ვიცით, რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ, ვინაიდან სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი...

,,ვიცით, რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ, ვინაიდან სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიის მდგრადობას” – ტერეზა მეი პუტინს ამხელს

Published on

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კრემლს დასავლეთში განხეთქილების შეტანის მცდელობაში ადანაშაულებს. 
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს „ძირი გამოუთხაროს თავისუფალ საზოგადოებას“  –  ერევა არჩევნებში,   არაერთხელ  დაარღვია ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცე და მიზანმიმართულად ატარებს განხეთქილებისა და კიბერშეტევის კამპანიას. 
 
„რუსეთი „ფეიქ ნიუსებს“ ავრცელებს, რათა დასავლეთში განხეთქილებას შეუწყოს ხელი. ჩემი მესიჯი მარტივია: მან სხვა გზა უნდა შეარჩიოს და არა ის გზა, რომლითაც მოხდა ყირიმის ანექსია და ევროპის ქვეყნებზე კიბერშეტევების განხორციელება. რუსეთი შეიძლება გახდეს დასავლეთის ღირებული პარტნიორი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წესების მიხედვით ითამაშებს. ლონდონს არ სურს მუდმივი კონფრონტაცია რუსეთთან, თუმცა ბრიტანეთი თავის ინტერესებს დაიცავს. ვიცით, რაც გინდათ, მაგრამ ამას ვერ მიაღწევთ, ვინაიდან სათანადოდ ვერ აფასებთ ჩვენი დემოკრატიის მდგრადობას““, – განაცხადა ტერეზა მეიმ. 
 
პარალელურად, განცხადებებს რუსეთის მიერ ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევის შესახებ ოფიციალური მადრიდიც ავრცელებს.
ესპანეთის ხელისუფლების განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ პრო რუსულმა ჯგუფებმა, სოციალური ქსელების გამოყენებით, ესპანეთში დესტაბილიზაციის მიზნით, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას შეუწყეს ხელი.
 
 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...