მთავარისიახლეებიპოლიტიკაახლა, რომ კახა მყავდეს გვერდით, ხელიხელჩაკიდებულები გადავლახავდით ყველა ამ სიძნელეს, ღიმილით და...

ახლა, რომ კახა მყავდეს გვერდით, ხელიხელჩაკიდებულები გადავლახავდით ყველა ამ სიძნელეს, ღიმილით და აუცილებლად გავიმარჯვებდით კიდეც – მიხეილ სააკაშვილი

Published on

 ქართული ეროვნების სახე – ასე იხსენიებს  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე კახა ბენდუქიძეს, რომელმაც  დევნილობაში დაასრულა სიცოცხლე 1914 წლის 13 ნოემბერს.  
 
,,იგი იყო იდეალისტი და მეოცნებე, მაგრამ იმ იშვიათ მეოცნებეთა კატეგორია,  რომელმაც ზუსტად იცოდა, როგორ განეხორციელებინა თავისი ოცნებები ცხოვრებაში. – წერს მიხეილ სააკაშვილი – მე და კახა გაგვაერთიანა იმ რწმენამ, რომ შეუძლებელი შეიძლება გაკეთდეს იმ სიტუაციებშიც კი, როდესაც ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. იგი თავდაუზოგავად ეძებდა გამოსავალს და ყოველთვის პოულობდა მას.
 
საქართველოში ჩვენ ორივეს ერთი ოცნება გვქონდა-ჩვენი ქვეყნის ახალი მომავალი, და ჩვენ ეს ოცნება წარმატებით განვახორციელეთ ცხოვრებაში!
 
 
კახა ყოველთვის მეუბნებოდა , რომ დიდი ქვეყნის რეფორმები მარტივია. იგი ოცნებობდა თავისი ცოდნა და ენერგია უკრაინის რეფორმებისთვის დაეხარჯა. და  ჩვენ, ორივეს,  კვლავ გაგვიჩნდა ერთი ოცნება-გვექცია უკრაინა ევროპის ზესახელმწიფოდ.
 
სამწუხაროდ, რეალურ რეფორმებს ყოველთვის ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, კახას წინააღმდეგ საქართველოში ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ საქმე აღძრა იმავე სტატიით, რაც ჩემს წინააღმდეგ.
დიდ რეფორმატორს გულმა ვერ გაუძლო, მაგრამ მე გულმაც გამიძლო და ნერვებმაც.
 
და მე ზუსტად ვიცი, ახლა, რომ კახა მყავდეს გვერდით მას ვერ გატეხდა ვერაფერი, ვერც   ღალატი,  მოუწოდებდა რეფორმებისკენ, რომლის  რეალიზებაზეც არავის უფიქრია, ვერც ქართველებზე დაიწყებოდა  რეალური ნადირობა,  ტონობით სიცრუე და ტალახი, რომელიც იღვრება ჩემზე და ჩემს მხარდამჭერებზე. პოროშენკოს პოლიტიკა არაფრით განსხვავდება 2008 წლის რუსეთის პოლიტიკისგან, როდესაც ყოველი ქართველი ავტომატურად ბანდიტი და უვარგისი გახადა.
ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები გადავლახავდით ყველა ამ სიძნელეს, ღიმილით და აუცილებლად გავიმარჯვებდით კიდეც. 
 
გპირდები, ჩემო მეგობარო, რომ დავეხმარები უკრაინელებს ოლიგარქიაზე გამარჯვებაში და ეს გამარჯვება შენი დამსახურებაც იქნება!

სიახლეები

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...

შსს-მ აეროპორტში, ბარგის შემოწმებისას 19 კგ-ზე მეტი მარიხუანა ამოიღო – დააკავეს ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისის...

მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ საპატიმრო დატოვა - ცნობისთვის, ზოდელავას აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000...