შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების წინააღმდეგ მიმართული კამპანია #დაინახეყველაფერი ზუგდიდში რეგიონალურ პრეზენტაციას მართავს. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში ნაჩვენები იქნა კამპანიის ფარგლებში გადაღებული ცნობიერების ცვლილებებზე ორიენტირებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მათი თანატოლი ახალგაზრდების მონაწილეობით.შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ახალგაზრდები გაეცნნენ ადგილობრივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიღწევებსა და წარმატების ისტორიებს.კამპანიის წარმომადგენლები ასევე ეწვევიან ზუგდიდის პირველ და მეორე საჯარო სკოლებს, სადაც აქტიური საგანმანათლებლო და სახალისო ვიქტორინებით გააცნობენ მოზარდებს კამპანიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებულ მითებსა და საპირისპირო რეალობას.
დაინახე ყველაფერი- კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა
სიახლეები
სიახლეები
შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...
სიახლეები
ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...
სიახლეები
WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...
კონფლიქტები
ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.
ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...