მთავარისიახლეებიმსოფლიოკატალონიაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

Published on

კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. დამოუკიდებლობის მომხრეებმა ბარსელონაში მორიგი მრავალათასიანი მარში გამართეს და ოფიციალურ მადრიდს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან დაკავებული ლიდერები, რომელთაც ესპანეთის პროკურატურა ამბოხებასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში დებს ბრალს. 
 
მსვლელობა ორგანიზება მოახდინეს  ,,ეროვნულმა კატალონიურმა ასამბლეამ'' და ,,ომნიუმ კულტურალმა'', რომელნიც ესპანეთის სამეფოსგან რეგიონის გამოსვლას ემხრობიან. ამ მოძრაობების ლიდერებიც ჟორდი სანჩესი და ჟორდი ქუიშარტიც დაკავებულები არიან . როგორც ცნობილია დაპატიმრების ორდერი გაცემულია კატალონიის მთავრობის ლიდერზე კარლეს პუჩდემონზე, რომელიც ბელგიაში იმყოფება და ჯერჯერობით  არ გეგგმავს სამშობლოში დაბრუნებას. 
 
აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები და ციხიდან მიღებული წერილები წაიკითხეს. მათი განცხადებით, კარლეს პუჩდემონი და მისი გარემოცვის წევრები პოლიტიკური პატიმრები არიან და მათ ესპანეთში სამართლიანი სასამართლოს გარანტია არ აქვთ.
 
აქციაზე შეკრებილ 800 ათასამდე ადამიანს  ბრიუსელიდან მიმართა კარლეს პუჩდემონმაც და მომიტინგეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
,, დაკავებულებს  ეპყრობიან როგორც კრიმინალებს, ნარკომოვაჭრეებს, პედოფილებსა და სერიულ მკვლელებს ! ეს უკვე მეტისმეტია. ეს უკვე აღარ არის პოლიტიკა, ეს  პოლიტიკაში სასამართლო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაა''-  განაცხადა პუჩდემონმა.
 
გასულ პარასკევს გირაოთი გაათავისუფლეს კატალონიის პარლამენტის სპიკერი კარმე ფორკადელი. სასამართლო მოსმენების შემდეგ მან განაცხდა, რომ  ცნობს ესპანეთის მთავრობის მიერ კონსტიტუციის 155 – ე მუხლის გამოყენებას, რომლის თანახმადაც მოხდა კატალონიაში ცენტრალური ხელისუფლების პირდაპირი მმართველობის შემოღება.  მარშის მონაწილეები თვლიან რომ ესგნცხადება პარალმენტის სპიკერზე ზეწოლის შედეგია. 
 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...