მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება

Published on

2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო იცვლება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ  განაცხადა. როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. „რა ცვლილებები შევა წიგნში, ეს ავტორის გადასაწყვეტია. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს რა მოთხოვნებია სწავლის პროცესში და ეს მოთხოვნები ძალიან ბევრია. მეცნიერებებში არის ცვლილებები და სიახლეები, ისტორიულ ნაწილშიც სიახლეებია. მაგალითად, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები არის ის მიმართულება, რომელიც ბოლო 7 წლის მანძილზე სრულიად სხვა მიმართულებით წავიდა. ასევე, „მე და საზოგადოებაში“, „ჩემ საქართველოში“ დასამატებელი და შესავსებია ბევრი რამ. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით არის სიახლე, რომელიც შეიძლება წიგნს დაამატო. მაგრამ აქ მარტო დამატებაზე არ არის საუბარი. იცით, რომ 1-ელ მე-6 კლასში შევცვალეთ სწავლის მოდელი, დამოკიდებულება – ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები ბავშვისთვის, ეს უნდა იყოს სწავლა თამაშის პარალელურად, ამიტომ მოთხოვნები ხარისხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. სახელმძღვანელოები იქნება გაცილებით მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია, რომ ვერასოდეს ვერ წყვეტ, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს. მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს, მათთვის ტანჯვა იყო მათემატიკა და არა სიამოვნება. ამიტომ 1-ელ მე-6 კლასში იქნება განსხვავებული მიდგომა“, – აცხადებს მურღულია. მისივე განცხადებით, მაღალ კლასებში საპირისპირო ვითარებაა. „აქ კომპეტენციაც უნდა გაიზარდოს და უნარიც. ერთია, იცოდე დიდგორის ბრძოლა როდის მოხდა და მეორე – შეგეძლოს ანალიზი იმის, რამ განაპირობა დიდგორის ბრძოლა და კონკრეტული გარემოება, ამიტომ ჩვენ გვინდა ბავშვს მივცეთ არა მარტო ფაქტები, არამედ, ამ ფაქტების ანალიზი შეეძლოს. როცა ვხედავთ უნარების ტესტების შედეგებს, ეს გვეუბნება, რომ ფაქტების აკუმულირება კი არ არის მთავარი, არამედ, ანალიზის უნარის და სინთეზის აკუმულირება. ეს არის ის, რაც მაღალ კლასელებს გვინდა ვასწავლოთ. ამიტომ ახალი წიგნები იქნება არა ინფორმაციის დაგროვებაზე, არამედ უნარებზე ორიენტირებული და სრულიად განსხვავებული. შეიცვალა შეფასების კრიტერიუმები და ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტი“, – აღნიშნა მურღულიამ. 

სიახლეები

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი მოსამართლემ 4 დღით ციხეში გაუშვა

სამოქალაქო აქტივისტი, ნინო ბერუაშვილი, რომელსაც ნიღბის ტარებას და ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ედავებოდნენ, 4 დღით...

ზელენსკი მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, ბუდაპეშტში პუტინსა და ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, მოწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ...

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სცემა

ზუგდიდის მე-14 საბავშვო ბაღში აღმზრდელმა 3 წლამდე ბავშვი სცემა. შემთხვევას პარასკევს, 17 ოქტომბერს მოხდა....

პოლიციამ ნინო ბერუაშვილი დააკავა

აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულია ნინო ბერუაშვილი. სავარაუდოდ, მასაც გზის გადაკეტვას ედავებიან. ირკვევა, რომ აქტივისტი 18...