მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში, სოფელ ცაიშში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის დაღუპვის გამო, შუალედური არჩევნები გაიმართება

ზუგდიდში, სოფელ ცაიშში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის დაღუპვის გამო, შუალედური არჩევნები გაიმართება

Published on

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები გაიმართება. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა საკრებულოში ცაიშის არჩეული მაჟორიტარი დეპუტატის თამაზ ჟორჟოლიანის დაღუპვის შემდეგ დადგა. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, არჩევნები სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში ჩატარდება.„თუ რამე არ შეიცვალა საარჩევნო კოდექსში დამატებით, არჩევნები გაზაფხულზე იქნება, მანამდე კი საკრებულო 49 მანდატიანი წარმომადგენლობით იმუშავებს“, – აღნიშნა მირანდა მესხმა.თამაზ ჟორჟოლიანი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ნოემბერს დაიღუპა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...