მეგის ქარდავა ნაცემია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ ქარდავას ქართველი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი, უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს.როგორც ველიჯანაშვილმა აღნიშნა, მეგის ქარდავა უკრაინის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის მიზეზადაც მისმა ადვოკატმა სწორედ ქარდავასთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებები დაასახელა.„პროცესზე უკრაინელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მეგის ქარდავა არის ნაცემი. კერძოდ აღნიშნა, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ და აღენიშნება დაზიანებები სახის არეში. დაზუსტებით ამ ეტაპზე არ იციან, თუ ვინ სცემა. მეგის ქარდავა პროცესზე ვერ მივიდა და ციხიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ჩაერთო. მას სასამართლოზე ჩართვისას უთქვამს, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
სიახლეები
სიახლეები
შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...
სიახლეები
ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...
სიახლეები
WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს
გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...
კონფლიქტები
ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.
ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...