რა მოხდება დღეს კიევში? უკრაინული მედია მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციის შესახებ

0
389
დღეს საღამოს კიევში ტარდება მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების ლიდერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, პოროშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ  ახალი უკრაინისათვის. აქციაში მონაწილეობის მისაღებად უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან დიდ ჯგუფებად მიემართებიან ადამიანები, რომელთაც აღარ სურთ შეეგუონ კორუფციულ ჭაობს, რომელშიც იძირება მათი ქვეყანა. ვარაუდობენ, რომ აქცია ხალხმრავალი იქნება, მუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს რეჟიმის დასაყრდენი ძალოვანი სტრუქტურები ყველა ხერხით ცდილობენ შეაფერხონ მათი ჩასვლა კიევში, რათა ხმა სეუერთონ კიევის მკვიდრთ და მათთან ერთად  მოსთხოვონ პოროშენკოს  რეალური რეფორმების დაჩქარებული განხორციელება. 
 
ასე მაგალითად, დღეს დილით, კიევში, საპროტესტო აქციაზე  კრივოი როგიდან მიმავალი ხალხის ავტობუსებს ბალაკლავასთან ქვები დაუშინეს უცნობმა ნიღბიანმა პირებმა, და თუმცა აქტივისტებმა დაუყოვნელივ აცნობეს ამის შესახებ პოლიციას,  საპატრულო ეკიპაჟები დღის 12 საათისთვისაც არ იყო ადგილზე მისული. 
 
  კიევში დღესდანიშნულ აქციას უკავშირდება პოროშენკოს გზავნილი მიხეილ სააკაშვილისადმი ან შეწყვიტოს ხელისუფლებაში ფესვგადგმული კორუფციის მხილება და დაშალოს ოპოზიციურ ძალთა ერთობა იულია ტიმოშენკოს კრიტიკით,ან ემზადოს უკრაინიდან გაძევებისთვის. თუმცა მიხეილ სააკაშვილს ეს სასაცილოდაც არ ყოფნის. 
 
სააკაშვილი ამბობს, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მეთოდურად ქურდავდნენ მთელ ქვეყანას, საკუთარ კონტროლს უქვემდებარებდნენ ყველა ტელეკომპანიას და ყიდულობდნენ მთელ პოლიტიკურ ელიტას. სააკაშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში ე.წ. პოლიტიკურ ელიტას ქვეყანა ხელში უჭირავთ და ასე აპირებენ კიდეც გაგრძელებას, რადგან მათი ზემოქმედება იმდენად დიდია, რომ ხელს უშლის ქვეყნის პოტენციალის გამოყენებას.
 
" უკრაინა გაიჭედა რომელიღაც მოჯადოებულ წრეში , საიდანაც თავის დაღწევას ვეღარ ახერხებს. ეს არის კორუფციის, განუკითხაობის, ქაოსის, ხალხის დაცინვის მოჯადოებული წრე და ის მართლა არსებობს. ეს „ბარიგების“ მცირე ჯგუფის საპარტნიორო წრეა, რომლებმაც უკრაინის პრივატიზება მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან მოახდინეს. აი, რა ჭაობში გაიჭედა უკრაინა. დროა, ხალხმა ხმა აიმაღლოს. თქვას, რომ ქვეყანა მათი შეხედულებისამებრ უნდა განვითარდეს, ხელისუფლება კი სწორედ ხალხის წინაშე აგებს პასუხს და არა ოლიგარქების წინაშე. დროა ბედის ბორბალი უკუღმა დავატრიალოთ.  არ მიკვირს, რომ მათ ვძულვარ და ჩემი ქვეყნიდან გაძევების გეგმებს სახავენ. მათი სიძულვილის მთავარი მიზეზი შიშია, რომ ჩემს მოსყიდვას ვერ ახერხებენ“ -განაცხადა სააკაშვილმა.
 
ამ დროისათვის კიევში პარლამენტის შენობის წინ ხალხი იკრიბება. აქცია  ცოტა ხანში დაიწყება.
რადას შენობასთან მობილიზებულია პოლიცია და ეროვნული გვარდია. ტერიტორიას სამართალდამცავები განსაკუთრებულად იცავენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გუშინ ასეთი გაძლიერებული დაცვა არ ყოფილა და დღეს დილით პოლიციისა და ეროვნული გვარდიის დამატებითი ძალები მოიყვანეს.
„ალბათ, ეშინიათ. მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დღეს ბევრი სისხლი დაიღვრებაო. შიშობენ, რომ შენობას შტურმით ავიღებთ და ამის გამო დამატებითი შენაერთები გამოიყვანეს,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
 
უკრაინელები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ელოდებიან, მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდა.
ორკვირიანი პაუზის შემდეგ, უმაღლესი რადა დღეს პირველად იკრიბება და ცნობილი გახდება, განიხილავენ თუ არა სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს. 

 

 

 

 

წინა სტატიაპოროშენკოს გზავნილი მიხეილ სააკაშვილს: შეწყვიტოს კორუფციის ფაქტებზე საუბარი, დაუპირისპირდეს იულია ტიმოშენკოს ან გაიზიაროს უკრაინიდან ექსტრადირებული ქართველების ბედი
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ადვოკატ გოგა ონიანის კრიმინალად გამოცხადება სულმდაბალი ადამიანის საქციელია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური