მთავარისიახლეებიპოლიტიკაადვოკატი გიორგი ონიანი მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზში დააკავეს

ადვოკატი გიორგი ონიანი მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო დარბაზში დააკავეს

Published on

ონიანს, რომელიც სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...