ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მოწამვლა საკონდიტროში შეძენილმა ტორტმა გამოიწვია. სურსათის უვნებლობის სამსახურის ინფორმაციით, ზესტაფონში მდებარე ერთ-ერთ საკონდიტროში, სადაც ტორტი იყო დამზადებული, დარღვევები აღმოაჩინეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტორტში, რომელიც აღსაზრდელებმა მათი თანატოლის დაბადების დღეზე, სოფელ ილიმის საბავშვო ბაღში მიირთვეს, სტაფილოკოკის ბაქტერია აღმოჩნდა."როგორც კი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა, მაშინვე შევამოწმეთ საკონდიტრო და დაუყოვნებლივ მოხდა მისი დახურვა, რადგან ადგილზე შემოწმების დროს იყო კრიტიკული დარღვევები დეზინფექცირების და სურსათის უვნებლობის კუთხით, ხოლო უშუალოდ იმ ტორტის ანალიზმა გვიჩვენა, რომ საკონდიტრო ნაწარმში აღმოჩნდა მიკრობიოლოგიური დარღვევა, ნაპოვნი იქნა სტაფილოკოკის ბაქტერია", – განაცხადეს სურსათის უვნებლობის სააგენტოში. შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში 11 ბავში გადაიყვანეს.
სტაფილოკოკის ბაქტერია ტორტში, რომლითაც ზესტაფონში ბავშვები მოიწამლნენ
სიახლეები
სიახლეები
“სიტყვები საკმარისი არ არის, ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები”-მიხაელ როთი კაია კალასს
"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები,...
სიახლეები
“ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას” -დასავლელი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება
"დღეს საქართველოს მეგობრების დიდ ჯგუფთან ერთად ვავრცელებთ განცხადებას, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების და გადამწყვეტი...
სიახლეები
“აგენტებო და ფულზე გაყიდულებო!”-გენო პეტრიაშვილი დღევანდელი აქციის მონაწილეებს
ივანიშვილის "დეპუტატი" გენო პეტრიაშვილი "აგენტებს" და "ფულზე გაყიდულებს" უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტთან...
სიახლეები
ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე...