მთავარისიახლეებისაზოგადოებააბიტურიენტებს გამოცდებზე საკუთარი კალმის მიტანა შეეძლებათ

აბიტურიენტებს გამოცდებზე საკუთარი კალმის მიტანა შეეძლებათ

Published on

შეიძლება აბიტურიენტებს შევთავაზოთ, რომ სურვილი თუ ექნებათ, გამოცდაზე თავიანთი კალამი მოიტანონ, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლებელია აბიტურიენტებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ, თუ როგორი კალამი უნდა მიიტანონ გამოცდაზე. "ვიფიქრე, რომ შეიძლება შევთავაზოთ აბიტურიენტებს, აპლიკანტებს, თუ ზუსტ მონაცემებს მივცემთ და ვეტყვით, რომ აუცილებლად ტუშიანი უნდა იყოს კალამი და არა ბურთულიანი, მოიტანონ, თუ აქვთ ამის სურვილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დავახვედრებთ. მეორე მხრივ მაინც ვშიშობ, როცა ასეთი რაოდენობის ნაშრომებზეა საუბარი და სკანირება ხდება ყველა ნაშრომის, შესაძლებელია უბრალოდ ვერ წაიკითხოს ნაშრომი სკანერმა და პრობლემა შეექმნება აპლიკანტს. მას თუ შეექმნება პრობლემა, ეს ჩვენი პრობლემაა პირველ რიგში", – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.მიმინოშვილი კალმებთან არსებულ პრობლემებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლებელია რამის შეცვლა."შეუძლებელია რამე შევცვალოთ არსებული კანონმდებლობის ფარგლებში. როდესაც ასეთი მოცულობის შესყიდვა გვინდა, ბუნებრივია, ტენდერი უნდა გამოვაცხადოთ და ტენდერში დაბალი ფასი იმარჯვებს. 90-თეთრიან კალმებს ვყიდულობთ, არ გვაქვს შეაძლებლობა უფრო ხარისხიანი კალამი ვიყიდოთ რა თქმა უნდა, 12 000-ში და 15 000-ში აღმოჩნდება გარკვეული რაოდენობა კალმებისა, რომელიც არ მუშაობს. რეზერვი გვაქვს ყველა საგამოცდო ცენტრში, ყველა აპლიკანტს რომ დასჭირდეს კალმის გამოცვლა, შეგვიძლია ყველას გამოვუცვალოთ", – განაცხადა მიმინოშვილმა.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...