მთავარისიახლეებისაზოგადოებამიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა

Published on

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის ოპოზიციის   ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა  გადაიხადა უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკისრებული ჯარიმა, რომელიც ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულმა სასამართლომ განუსაზღვრა – ამის შესახებ უკრაინის მედიას სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა.

 მის მიერ გადახდილი საჯარიმო თანხა 3400 გრივნას (დაახლოებით 130 აშშ დოლარს) შეადგენს. ადვოკატმა განაცხადა, რომ ტრანზაქციისთვის მიხეილ სააკაშვილმა ბანკის მომსახურება გამოიყენა, და წარმოადგინა ცნობა ბანკიდან, რომ ჯარიმა გადახდილია. სხვა ინფორმაცია ამ საკითხზე ჯერ არ გავრცელებულა. ხელისუფლება დუმს. 
სულ ეს იყო.  პოროშენკოს რეჟიმმა, სურს თუ არა,  ეს უნდა იკმაროს  პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის , რადგან შანსი იმისა, რომ სამართლებრივი გზებით შეძლებს უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენაზე, არა აქვს.
 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...