მთავარისიახლეებისაზოგადოება,, ამ მაგნოლიის ამბავმა ჩეხოვის "ალუბლის ბაღი" გამახსენა. მაგნოლია არ იყიდება, მამაჩემის...

,, ამ მაგნოლიის ამბავმა ჩეხოვის “ალუბლის ბაღი” გამახსენა. მაგნოლია არ იყიდება, მამაჩემის დარგულიაო…” – ქეთი ქურდოვანიძის ფაქიზი ლიტერატურული რემინისცენცია

Published on

,, ამ მაგნოლიის ამბავმა ჩეხოვის "ალუბლის ბაღი" გამახსენა. მაგნოლია არ იყიდება, მამაჩემის დარგულიაო…'' – ასე ეხმაურება  ქართული პუბლიცისტიკის ბევრისთვის დაფარული მშვენება ქეთი ქურდოვანიძე, , 94 წლის მარტოხელა ოლია თოდუას ამბავს,  რომელიც ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს და 150 წლის მაგნოლიის გაყიდვა არ სურს.
 
როგორც ამ ცნობილი უცნობი პუბლისცისტის ხელწერისათვის არის დამახასიათებელი, ,,ალუბლის ბაღთან'' პარალელი უზუსტესი ლიტერატურული რემინისცენციაა –  ხეები, რომელთაც გვითხრიან, ხეებზე მეტია.
 
 
მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი რადიო ,,ათინათის'' ბრწყინვალე პუბლიკაციას:
 
 „სანამ ცოცხალი ვარ, ამ ეზოდან ამ ხეს ვერავინ გაიტანს, ან მე შევაკვდები ან მოვკლავ ვინმეს“ – ამბობს 94 წლის მარტოხელა ოლია თოდუა, რომელიც ზუგდიდის სოფელ აბასთუმანში ცხოვრობს და 150 წლის მაგნოლიის გაყიდვა არ სურს.ოლია თოდუას თქმით, ბოლო დროს მისთვის უცნობი ადამიანები ხშირად სტუმრობენ და ხის წაღების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას სთავაზობენ.
 
"მილიონი რომ მომცენ, ამ ხეს მაინც არ გავყიდი. არა, ფულს გამოვართმევ, გავხევ და დავუბრუნებ… ყოველი სტუმარი, რომელიც ჩემს ეზოში შემოდის, ამ ხის წამღები მგონია, მკლავენ ნერვიულობით“, – ამბობს ოლია ბებო.
 
ოლია ბებო 150 წლის ხის ისტორიას იხსენებს. ეზო, სადაც მთელი ცხოვრება ოჯახთან ერთად გაატარა და მაგნოლიის ხე დგას, მამამისისთვის დავით დადიანს უჩუქნია. ამბობს, რომ მამამისი დაოჯახებამდე სამეგრელოს მთავართან მსახურობდა და ცხოვრობდა:
 
„პატარა ვიყავი, როცა მამა ამ ხის შესახებ მიყვებოდა. მე რომ პატარა ვიყავი, ეს ხე უკვე დიდი იყო… სულ პატარა ნერგი მოუტანია მამას სოფელ რუხიდან, არ ვიცი, ვინ მისცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას უმიზეზოდ არ დარგავდა. მამა დავით დადიანთან მსახურობდა, დაოჯახება რომ გადაწყვიტა. ეს მიწაც დადიანმა მისცა მას. ეს ადგილი ნაეკლესიარია და აქ მიცვალებულების სამარხებია, ვფიქრობ, აქ მაგნოლია სწორედ ამიტომ დარგეს“, – თქვა მან.
 
მაგნოლიას ფესვები თითქმის მთელ ეზოში აქვს გადგმული, ისინი ოდა სახლის ქვეშ და დამხმარე ნაგებობებშიც აღწევენ.
 
„ამ ხეს ვუვლიდი, ტოტებსაც კი არ ვაჭრიდი. ეზოში დაყრილ ფოთლებს სათითაოდ ვაგროვებდი. სახლიც კი არ ავაშენე… საძირკველი რომ გამეკეთებინა, ფესვებს საფრთხეს შევუქმნიდი“, – ამბობს ოლია ბებო და დასძენს, რომ ეს ხე მისი ბავშვობის მოგონებებთან არის დაკავშირებული. გადადგილება უჭირს, თუმცა ამბობს, რომ ყოველდღე გადის ეზოში, რათა დარწმუნდეს, რომ ხე ისევ ადგილზეა.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...