მთავარისიახლეებისაზოგადოებაედუარდ შევარდნაძე საგანგებოდ ინახავდა სამეგრელოში კვერცხების სროლისას დალაქულ პიჯაკს... -...

ედუარდ შევარდნაძე საგანგებოდ ინახავდა სამეგრელოში კვერცხების სროლისას დალაქულ პიჯაკს… – ლაშა ბერულავა სამეგრელოსადმი დამოკიდებულებაზე და არა მხოლოდ ამაზე

Published on

,,ედუარდ შევარდნაძე საგანგებოდ ინახავდა სამეგრელოში ვერტმფრენით ჩაფრენის დროს (1992) კვერცხების სროლისას დალაქულ პიჯაკს და უცხოელ სტუმრებს აჩვენებდა იმის დასტურად, რა რთული გზა გაიარა, როცა "პატარა სამშობლოში" დაბრუნება გადაწყვიტა. ედუარდ შევარდნაძე ვერ იტანდა სამეგრელოს – გველის ნაკბენივით ახსოვდა ის აგრესია.- წერს ჟურნალისტი ლასა ბერულავა თავის პირად ფეისბუქგვედზე.
 
მაგრამ ეს პოსტი  ედუარდ შევარდნაძის განწყობაზე არ არის, გაცილებით შორს მიდის და პირადი ბოღმითა განსაზღვრულ მმართველობის სტილსა  და სიყვარულით შენებას შორის განსხვავების ძალიან  მოკლე, მაგრამ ღრმა ანალიზს წარმოადგენს. 
 
,,მიხეილ სააკაშვილს 2003 წელს სამეგრელო გვერდით დაუდგა იმის მიუხედავად, რომ ზუგდიდში შეკრებილი ადამიანებისგან 30-50 მეტრში ნიღბიანები ავტომატებიდან ისროდნენ. 
მიხეილ სააკაშვილს უყვარს სამეგრელო – თვალსაჩინო მაგალითები რეგიონის ინფრასტრუქტურულ ცვლილებებშიცაა. 
 
ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს ვერ იტანს – გველის ნაკბენივით ახსოვს 2012 წლის არჩევნებზე სამეგრელოდან მიღებული დაბალი მაჩვენებელი და მაჟორიტარულ არჩევნებში სულაც დამარცხება.
და სანამ ბიძინა იქნება, სამეგრელო იქნება ბეტონიანი სტადიონების და წყალგაცლილი აუზების, ცრუ დაპირებების ამარა.'' – წერს ლაშა ბერულავა.
 
 
 
 
 
 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...