მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მიგრანტები დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მიგრანტები დააკავეს

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მიგრანტები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია დეფაქტო უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გალის რაიონში, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 7 ეგვიპტელი, 2 სომალელი, 3 იემენელი და 3 სუდანელი დააკავეს. დაკავებულები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევენ. „იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულები ისეთი რეგიონიდან არიან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ან ტერორისტული ორგანიზაციები მოქმედებენ, უსაფრთხოების სამსახური ტერორისტებთან მათ შესაძლო კავშირებს შეამოწმებს,“- ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი უწყების განცხადებაში. დე-ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ  აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონო მგრაციის არხის ორგანიზება საქართველოს სპეცსამსახურების ინტერესში შედის. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ დაკავებულტა ჩვენებები მოწმობს. 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...