მთავარისიახლეებისაზოგადოებასაბაჟო წესების დარღვევის და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა - გადაზიდვის...

საბაჟო წესების დარღვევის და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვა – გადაზიდვის ფაქტზე, აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით  ცდილობდა  აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საერთო ჯამში 62 000 ლარის საბაჟო ღირებულების, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია 716 ფირფიტა ფსიქოტროპული ნივთიერების – 3 000 გრ  პრეგაბალინის შემცველი,  მედიკამენტი („ლირიკა“).    საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის მეორე ნაწილით, 261-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 263 – ე მუხლის მესამე ნაწილით.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...