მთავარისიახლეებისაზოგადოებადონალდ ტრამპი ნიუ იორკში ტერაქტის შემდეგ Green Card-ის გათამაშების გაუქმებით იმუქრება

დონალდ ტრამპი ნიუ იორკში ტერაქტის შემდეგ Green Card-ის გათამაშების გაუქმებით იმუქრება

Published on

დონალდ ტრამპი ნიუ იორკში მოწყობილი ტერაქტის შემსრულებლის გუანტანამოს ციხეში გაგზავნით და Green Card-ის გათამაშების გაუქმებით იმუქრება.როგორც აშშ-ის ლიდერმა დღეს განაცხადა, მან უკვე მიმართა კონგრესს, რათა აშშ-ის ვიზების ლატარეით გათამაშება შეწყდეს.
მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობა და მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ტრამპის აზრით ზედმეტად ლიბერალურად ეპყრობა ტერორისტებს.„ჩვენ გაცილებით ხისტები და მოხერხებულები უნდა ვიყოთ. ასევე უნდა ვიყოთ ნაკლებად პოლიტკორექტულები", – განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.პრეზიდენტი თვლის, რომ აშშ-ში ტერაქტებში ბრალდებულებს მკაცრად და სწრაფად ვერ სჯიან.„ეს ცხოველები ციხეში რომ მოხვდნენ, წლები უნდა გავიდეს. ჩვენ უფრო სწრაფი სადამსჯელო სისტემა გვჭირდება", – აცხადებს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ნიუ იორკში 31 ოქტომბერს ტერაქტი მოხდა, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა წარმოშობით უზბეკეთის მოქალაქემ მოაწყო, რომელიც Green Card-ით მოხვდა შტატებში. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...