მთავარისიახლეებისაზოგადოება2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტით რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება

2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტით რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება იზრდება

Published on

2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარით მეტ დაფინანსებას მიიღებს, ვიდრე ეს მომავალი წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით იყო გაწერილი.პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის გადამუშავებული დოკუმენტის მიხედვით, დავით სერგეენკოს უწყების ასიგნება 3 528 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.გადამუშავებული ვარიანტში მომავალი წლისთვის 3 მილიონი ლარით მეტს მიიღებს განათლების სამინისტრო, ვიდრე ეს ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით იყო გაწერილი. შედეგად მომავალი წლისთვის განათლების სამინისტროს ასიგნება 1 181.8 მილიონი ლარით არის განსაზვრული.პირველიდან მეორე ვარიანტამდე საბიუჯეტო დაფინანსების მატება, ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში პროფესიული განათლების პროგრამის დაფინანსებით არის ახსნილი.
პარლამენტში წარდგენილი გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, პირველად ვერსიასთან შედარებით დაფინანსება 4 მილიონი ლარით ეზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, რაც განმარტებითი ბარათის თანახმად, გამოწვეულია საელჩოების დაფინანსების გაზრდით, ასევე დიასპორული პოლიტიკის პროგრამის დაფინანსებით. სულ საგარეო უწყების ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 118 მილიონი ლარია.ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით 14.5 მილიონი ლარით გაზრდილია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ასიგნება, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, თეატრების და მუზეუმების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ასევე, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენის ღონისძიების დასაფინანსებლად გათვალისწინებული ასიგნება გაიზარდა 500 ათასი ლარით და 17 მილიონ ლარამდე შეადგინა. სულ სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წლისთვის 131 მილიონი ლარი იქნება.ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის თანახმად, 3-3 მილიონი ლარით იზრდება სპორტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსება.ამასთან, იზრდება სოფლის მეურნეობის ბიუჯეტიც.2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში უცვლელი რჩება სხვა სამინისტროს ასიგნებები.მთავრობამ პარლამენტს 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...