მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმი მოსკოვთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მარეგულირებელ შეთანხმებას ამზადებს

სოხუმი მოსკოვთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მარეგულირებელ შეთანხმებას ამზადებს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მარეგულირებელი შეთანხმების გაფორმების საკითხებზე თათბირი ჩაატარა.დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დიმიტრი შამბას განცხადებით, “პროექტში ჩასადებია მუხლი იმის შესახებ, რომ რესპუბლიკის მოქალაქეებზე არ გავრცელდება რუსული შეზღუდვები, რომელიც სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურებში თანამდებობების დაკავებაზე მოქმედებს”.«მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციაში შესაბამისი საკანონმდებლო შეზღუდვები იქნა შემოღებული, აფხაზეთის ბევრი მოქალაქე სახელმწიფო სამსახურში აყვანისას იძულებული გახდა, აფხაზეთის მოქალაქეობიდან გასულიყო», – განმარტა მან.იუსტიციის დე ფაქტო მინისტრ მარინა ფილიას მტკიცებით, “შეცდომითია მოსაზრება, თითქოს რუსეთთან ხსენებული შეთანხმების გაფორმების შემდეგ რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ”.“ეს დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ აფხაზების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე შეზღუდვები მოიხსნება, ხოლო აფხაზური პასპორტის მიღების პროცედურა უცვლელი დარჩება” – ირწმუნება ფილია.ცნობისთვის: სოხუმმა რუსეთის ფედერაციასთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობა ცალმხრივ რეჟიმში 2002 წლის ნოემბერში შემოიღო. მოსკოვის მიერ აფხაზეთის ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებელთათვის რუსეთის მოქალაქეობის გაფორმების პროცესი შესაბამისი შეთანხმების გაფორმებამდე შეაჩერეს.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...