მთავარისიახლეებიპოლიტიკაადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება

Published on

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, ეს ოლქებია ქუთაისი, ბორჯომი, ყაზბეგი, ხაშური, ოზურგეთი და მარტვილი.კანდიდატების ვინაობა ასეთია: ხაშურში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელ კანდიდატი რამაზ ნოზაძე. ბორჯომში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია და "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე. ოზურგეთში "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე.  ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი ვაშაძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია. მარტვილში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა დანელია.ამასთან, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, მათი კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩება. ცესკო-ს გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...