მთავარისიახლეებიპოლიტიკაინდური სერიალების ქართული ვარიანტი, სახელად ,, ცვლილებები ორი კვირის წინ მიღებულ...

ინდური სერიალების ქართული ვარიანტი, სახელად ,, ცვლილებები ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში ”

Published on

ორი კვირის წინ მიღებულ კონსტიტუციაში უკვე ოთხი ცვლილება იგემება.  პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს ან ხვალ მოხდება. 
მისი განცხადებით, ხუთშაბათს საყოველთაო-სახალო განხილვის კომისია შეიქმნება.  იგი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს,, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვები კ ონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსიები დასრულებულია და ცვლილებები მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ოთხ საკითხს შეეხება. 
 
 
„საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთან -საუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე; ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე; ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით – ეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც  ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტში – მესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი“, – განაცხადა კობახიძემ.
 
ოთხი ცვლილება კონსტიტუცის მიღებიდან უმოკლეს დროში  იმის მაჩვენებელია, რომ ოპოზიციის წინააღმდეგობა მისი ამ სახით მიღებისადმი გამართლებული იყო – ეს არ იყო კონსენსუსის დოკუმენტი.  
 
"საკონსტიტუციო ცვლილებები ინდურ სერიალებს დაემსგავსა. ჩვენ ვიხილეთ ერთი სეზონი მთელი ერთი წლის განმავლობაში და ახლა იწყება მეორე სეზონი, ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილება არ შეიძლება მოხდეს ერთი საპარლამენტო სესიის განმავლობაში. ეს არის ფარსი.ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ამ კომისიის მუშაობაში", – განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.  
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებს თუ არა მინაწილეობას  კომიის მუშაობაში ,, ევროპული საქართველო'' ჯერ არ  არის ცნობილი. 
„უპირველეს ყოვლისა, არალოგიკური პროცესია, როდესაც , როცა შეიძლებოდა ამ ყველაფრის ჩართვა იმ დისკუსიების დროს, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო პარლამენტში. ამ ცვლილებებით ჩანაცვლება და კომპენსირება ამ საკითხებისა, ვერ მოხდება – მთავარი პრობლემად რჩება  უმეტესი საკითხები გადატანილია 2024 წლისთვის.რაც შეეხება ამ კონკრეტულ ცვლილებებს, არის ზოგიერთი საკითხი, რაზეც ჩვენც ვსაუბრობდით და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც შესაბამისი იყო. ამიტომ ჩვენ გვექნება ამაზე კონსულტაციები მას შემდეგ, რაც დაიწყება კომისიის ფორმირება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...