მთავარისიახლეებისაზოგადოებასაბედისწერო გასროლა მუჟავაში, რომელსაც 19 წლის მესაზღვრე ემსხვერპლა. ახალი დეტალები.

საბედისწერო გასროლა მუჟავაში, რომელსაც 19 წლის მესაზღვრე ემსხვერპლა. ახალი დეტალები.

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელია, ქართველ მესაზღვრეს იარაღი გაუვარდა.  ტყვიამ მის გვერდით მდგომი 19 წლის ჯარისკაცის ბ.რ-ს სიცოცხლე იმსხვერპლა.
 
დაჭრილი შსს-ს სპეც დანიშნულების მანქანით გადაყვანილ იქნა ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში, თუმცა როგორცკლინიკის  სამედიცინო მენეჯერი ნიკა ჭეჟია  ,,ოდიში ნიუსთან'' აცხადებს, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაცვლილი იყო. ბ.რ-ს ყბის არეში აღენიშნებოდა ჭრილობა. 
 
შსს-ს ცნობით,  საქმე აღძრულია სსსკ-ის  116-ე მუხლით , რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 
 
 
 

 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...