მთავარისიახლეებისაზოგადოება,,გაორებული'' პატრიარქი, დეკანოზის გამართლების მოსურნე მეუფე და ადვოკატების დღევანდელი ვიზიტი მატროსოვის ციხეში

,,გაორებული” პატრიარქი, დეკანოზის გამართლების მოსურნე მეუფე და ადვოკატების დღევანდელი ვიზიტი მატროსოვის ციხეში

Published on

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ,,მატროსოვის ციხეში'' დღეს დილით  უფლებადამცველები შევიდნენ. ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლამდე ადვოკატებმა განაცხადეს, რომ შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა სამართლებრივი საკითხები იქნება, რომლის მიხედვითაც უკვე სააპელაციო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს დავა.
 
ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან 4 ადვოკატი შევიდა. ისინი ამბობენ, რომ დღევანდელი შეხვედრისას გვერდს ვერ აუვლიან იმ საკითხს, რომელიც გუშინ მეუფე დიმიტრის ციხეში ვიზიტს შეეხება.
 
მსჯავრდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მან გუშინაც მოინახულა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და მსჯავრდებული დეკანოზი მეუფესთან  შეხვედრის შემდგომ პოზიტიურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ზიარების უფლება მიეცემა. 
 
”მეუფე დიმიტრის ვიზიტი არ იყო ფორმალური. ის მართლა დაინტერესებული იყო ბევრი დეტალით და მამა გიორგისგან მიიღო მნიშვნელოვანი პასუხები, თუმცა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. განაცხადა გიორგი ფანცულაიამ 

როდის დაიწყება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა, ჯერ უცნობია. 
 
შეგახსენებთ გუშინ დეკანოზი ციხეში  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა  მეუფე დიმიტრიმ მოინახულა.  
ჟურნალისტების კითხვაზე, ცნობილია თუ არა  მისთვის პატრიარქის პოზიცია მამა გიორგის უდანაშაულობასთან ან დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით,  მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ პატრიარქი მამა გიორგის საქმესთან დაკავშირებით ისევე გაორებულ მდგომარეობაშია, როგორც თითოეული ჩვენგანი. 
 
„პატრიარქი ისევე გაორებულ მდგომარეობაშია, როგორც თითოეული ჩვენგანი ვართ. „ცის ჩამოქცევა უწოდა“ – გახსოვთ თქვენ. თვითონ პატრიარქი ჩვენ ყველას გვანუგეშებს და თავისთავად მასაც, რომ ის ამის ჩამდენი არ უნდა იყოს. ყველაზე მეტად თუ ვინმეს უნდა, რომ მამა გიორგი გამართლდეს და უდანაშაულო დარჩეს, ერთ–ერთი მე ვარ, მერწმუნეთ“, – აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ. 
 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...