მთავარისიახლეებიმსოფლიოდღეს ბარსელონაში შესაძლოა კატალონიის დამოუკიდებლობა გამოცხადდეს, მადრიდში კი - რეგიონზე ...

დღეს ბარსელონაში შესაძლოა კატალონიის დამოუკიდებლობა გამოცხადდეს, მადრიდში კი – რეგიონზე პირდაპირი მმართველობის დაწესება

Published on

კატალონიის პარლამენტი დღეს საგანგებო სესიაზე შეიკრიბება. რეგიონის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა საბოლოო პასუხი უნდა გასცეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გამოაცხადებს თუ არა დღევანდელ სესიაზე კატალონიის დამოუკიდებლობას, რადგან განიხილება მოვლენათა განვითარების სხვა სცენარიც –   ვადამდელი არჩევების დანიშვნა. 
 
მის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული ოფიციალური მადრიდის შემდგომი ნაბიჯიც.
 
დღესვე ესპანეთის პარლამენტი იკრიბება და კენჭს უყრის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას, რომელიც კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესებას ითვალისწინებს.
 
სენატში მიწვეული იყო რეგიონის ლიდერიც, თუმცა მან სესიაზედაგეგმილ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ბარსელონაში  რჩება,  რომ სიტყვით მიმართოს  კატალონიის რეგიონალურ  პარლამენტს. 

სიახლეები

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური...