რა კავშირშია ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა არჩევნებთან?

0
431
ლარი მკვეთრად გაუფასურდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის კურსი  დოლართან მიმართებაში 2 ლარი და 52 თეთრია .
დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა, მისი დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის  მოთხონით ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე  განმარტავს.  
 
ეკონომისტები ლარის ვარდნის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების მატებას პროგნოზირებენ.
 
“ბიზნესი, რომელსაც სჯეროდა, რომ ლარი იყო სტაბილური ვალუტა თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში და ისინი უბრალოდ სავალუტო ოპერაციებს არ ახორციელებდნენ, ისინი დღეს არჩევნების შემდეგ, თუ ეს ტრენდი გაგრძელდა ამ დღეების განმავლობაში, შესაძლებელია ბიზნესმა გაზარდოს მოთხოვნა უცხოურ  ვალუტაზე, რადგან შეიძინონ იმის შიშით, რომ კიდევ უფრო არ გაუფასურდეს ვალუტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლარმა შეიძლება იმაზე უფრო გაუფასურებული ნიშნული აჩვენოს ვიდრე ეს საბაზრო მაჩვენებელი იქნება,“-განაცხადა ირაკლი ყიფიანმა რუსთავი2 – თან საუბარში. 
 
ანალიტიკოსთა აზრით,  ლარის კურსზე ნეგატიურად რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, მათ შორისაა წინასაარჩევნოდ დახარჯული ფული, ტურისტული სეზონის დასრულება და ბიუჯეტური ხარჯვა.
 
„ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს, გამომდინარე იქედან, რომ პარტიებმა ფული დახარჯეს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნებამდე ორჯერ ეროვნულმა ბანკმა მოახდინა ინტერვენცია და რაღაც ნიშნულზე შენარჩუნების ეჭვი არის, როგორც ეს შარშან იყო ეს ფაქტი. შარშან ბევრჯერ მოხდა ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენცია იმისთვის, რომ კურსი დაეჭირათ არჩევნებამდე,“-აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.
 
ოპოზიცია კი ლარის მკვეთრ გაუფასურებას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.

“ეროვნული ბანკი რა თქმა უნდა არის პასუხისმგებელი მთავრობასთან ერთად მონეტარულ პოლიტიკაზე, მაგრამ   მთავარია ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ყველაფერი მიდის უკან,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.
 
„დამთავრდა არჩევნები და ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობას დაპირებული პროდუქტი შეუქმნან და უკეთესი ცხოვრება მისცენ, ჩვენ ვხედავთ, რომ იმას, რასაც ხელოვნურად იჭერდა „ქართლი ოცნება“ ამასაც ვეღარ ვახერხებთ. სამწუხარო არის ის, რომ ეს მოსახლეობის ჯიბეზე აისახება,“-განაცხადა „ენმ“-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
 
წინა სტატიაგანათლების სამინისტრო 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ ვითარებაზე, შიდა აუდიტის დასკვნას აქვეყნებს
შემდეგი სტატიაახალი ჯარიმები მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური