მთავარისიახლეებიპოლიტიკასაერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ პროცედურების დარღვევებზე და ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევებზე

საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ პროცედურების დარღვევებზე და ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევებზე

Published on

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში ჩატარდა, მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, თუმცა მმართველი პარტიის დომინირების ფონზე მიმდინარეობდა. 
დამკვირვებლები  უარყოფითად აფასებენ  ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესს, ამასთან აცხადებენ, რომ რიგ უბნებზე  ადგილი ჰქონდა  ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე ზეწოლის შემთხვევებს და   რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტსაც კი. 
 
საერთაშორისო დამკვირვებლები  გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების აღრიცხვასაც და აღნიშნეს, რომ ხალხის აღწერა სცდება ყველა ზღვარს, რადგან მსგავსი აღრიცხვა არღვევს ფარულობის პრინციპს  – არ უნდა ხდებოდეს. არრიცხვა იმისა, ვინ მისცა ხმა და ვინ არა. 
 
დამკვირვებლები  საუბრობენ კომისიის მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნაზეც.
 
2017 წლის არჩევნებს 30-მდე საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. შემაჯამებელ შეფასებას მათი ნაწილი მოგვიანებით გამოაქვეყნებს. ნაწილი კი საქართველოში მეორე ტურის შესაფასებლად დარჩება.
 
არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს განსხვავებულად აფასებენ  მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში
 
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ხარვეზების მიუხედავად, შეფასებები დადებითია, შენიშვნებს კი გაითვალისწინებენ.
„იყო ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელსაც მთლიან შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და ვერ მოახდენდა. ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვეცნობით დამკვირვებლების ანგარიშებს. ჩვენ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო,“ – განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.
 
ოპოზიციურ სპექტრში კი აცხადებენ, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები რეალურად, არჩევნების გაყალბების ფაქტს ადასტურებს. 
„საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში ნათლად ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. ვისაც დიპლომატიური ენა ესმის, მას შეუძლია ნათლად ამოისახოს ის, რომ ეს იყო ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებული არჩევნები. ეს ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე,“ – აცხადებს „ენმ“-ის წევრი კოტე იოსელიანი.
 
„ეს არჩევნებიც შეფასდა როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც დემოკრატიის მიმართულებით, ისე სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით. ჩვენ ამ არჩევნებზე ვნახეთ ფაქტობრივად ყველანაირი დარღვევა და ეს არჩევნები ძალიან მძიმედ აისახება ქვეყნის განვითარებაზე,“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.
 
პოლიტიკოსების განმარტებით, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად დააზარალებს.
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....