დავით ნარმანიას, მერს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის მიძინებაში, ,,ხოზიაინი” გულდაწყვეტილს არ დატოვებს, თუმცა ვინ იცის?

0
482
თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ "იმედის კვირის" პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ილაპარაკა, რომლის შედეგადაც, ნარმანიას შეფასებით ქალაქში მდგომარეობა გაუმჯობესდა.
 
როგორც ნარმანიამ თქვა, ის ახალ მერს ბევრად უფრო წინწასულ ქალაქს ჩააბარებს, ვიდრე მან მიიღო 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. 
 
"მე და ჩემმა გუნდმა საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ თბილისში იმისათვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. დღეს ქალაქი, რომელსაც ვაბარებ კახი კალაძის არის გაცილებით უფრო წინ წასული, ვიდრე თავის დროზე მე გადმოვიბარე. მე კარგად მახსოვს მთელი თვეების განმავლობაში საბოტაჟი, მახსოვს როცა მერიაში მოვედით ბიუჯეტი 30 მილიონით იყო გარღვეული. ამ ყველაფერს დასჭირდა აღდგენა, დაბალანსება", – განაცხადა ნარმანიამ.
 
ნარმანიას წარმატებებისა და  მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების გზაზე  გადადგმული ,,გიგანტური ნაბიჯებისთვის'' ამჟამად   ანალიტიკოსებს არ სხელატ და თუ ნარმანიას ფენომენი აინტერესებთ, მხოლოდ იმ კუთხით, თუ რამ განაპირობა, რომ    ნარმანიამაც კი, რომელიც კენჭს ,,ოცნების“ პოპულარობის პიკზე იყრიდა, ვერ მოახერხა მეორე ტურის გარეშე თბილისში არჩევნების მოგება, კახი კალაძემ კი სრულიად ლოგიკური მეორე ტურის გარეშე, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ეს ეგზიტპოლმაც იწინასწარმეტყველა.
ანალიტიკოსი ზურა ოდილავაძე თუ რა მოხდა, როგორ შემოგვტენა გრიგორიჩმა არჩევნების მაგიერ ,,კუკლა“ და რამდენად დასაჯერებელია, რომ  ყოველმა მეორე თბილისელმა კალაძესა და ,,ოცნებას“ მისცა ხმა?!
 
კარგით რა, მეგობრებო, თქვენ საახლობლო წრეში გაიკითხეთ და დარმწუნდებით, რომ ეს დიდი ტყუილია! – წერს ზურაბ ოდილავაძე
საქმე გვაქვს არჩევნებზე ცხვრების მირეკვის აწყობილ მენეჯმენტთან – ივანიშვილმა საქართველო ერთ დიდ ,,მარნეულის საარჩევნო ოლქად“ გადააქცია.
ფოკუსის მექანიზმი ასეთია: 
1. ,,სუსი“ ხელმძღვანელობს ხელფასით უზრუნველყოფილ კოორდინატორებისა და დამკვირვებლების უშველებელ არმიას – აღნიშნული სტრუქტურა არჩევნების წინ აქტიურდება და მათ ხელშია მოსახლეობის საარჩევნო სიები;
2. ეს დეტალებში მართვადი პროცესია, სადაც ყველა ,,ჭანჭიკის“ ფუნქცია საგულდაგულოდაა გაწერილი და მისი მხილება პრაქტიკულად შეუძლებელია; შენ გაყალბებას უშუალოდ საარჩევნო ყუთთან, ფიქტიური ბიულეტენების მეშვეობით ელოდები, არჩევნების ბედი კი მობილურით, გადარეკვით, კოორდინატორების არმიის წინმსწრები შეკრებებითა და ამომრჩეველთა გაფრთხილებით, ერთი კვირით ადრე უკვე გადაწყვეტილია;
3. ამ მექანიზმს ემატება ,,ოცნების“ ინოვაცია – უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მაყურებლების ცქვიტი რაზმები, რომლებიც გაყალბების მანქანის შეუფერხებელ მუშაობას აკონტროლებენ და საჭიროების შემთხვევაში, სატელეფონო ზარებით კორექტივებიც შეაქვთ.
ასე უპრობლემოდ, ჩვენთვის ხილული ძალდატანების გარეშე, ,,სუსი“ მორჩილ ცხვრებს საარჩევნო ყუთებისკენ მიერეკება. მენეჯმენტი შვეიცარული საათივითაა აწყობილი და მუშა ჭიანჭველები უპრობლემოდ იგებენ ნებისმიერ არჩევნებს. ამ ნაზ გაყალბებას, ცხადია, ეგზიტპოლიც კი ვერ ,,დაიჭერს“ – ,,ხალხი“ რეალურად მიდის და ხმას ხელისუფლებას აძლევს.
ამას ემატება:
1. საბავშვო ბაღების, სკოლის მასწავლებლებისა და უამრავი მუნიციპალური დაწესებულებების მთელი დივიზიები თავისი ოჯახებით;
2. ყველა დიდ ბიზნესმენს იგივე მკაცრი დავალება აქვს მიღებული: მირეკოს თავისი ქვეშევრდომები, მათი ოჯახის წევრები და ფართო სამეგობრო წრე არჩევნებზე;
3. სასტუმრო ,,რუმსის“ ელიტისა და მოსვეტო მჭამელი გოგო- ბიჭების, საკმაოდ გავლენიანი ჯოგი, რომელსაც მომდევნო 4 წელი ბალახობა სურს და ამიტომ ხელისუფლების გამარჯვებისთვის დიდ მონდომებას იჩენს. ეს ჯგუფი უფრო ცენტრალურ უბნებში მოქმედებს.
ფორმალურად არჩევნები წესებისა და კანონის სრული დაცვით ტარდება… აღარაა საჭირო არავითარი ძალადობა, ყუთების გატაცება და საარჩევნო პროცესის ადგილზე გაყალბება – ყოველივე უჩუმრად, ოფიციალურად, კანონის დარღვევის გარეშე ხორციელდება. რამდენიმე წელიწადში ერთხელ გააქტიურებული ცხვრები ხმას ხელისუფლებას აძლევენ და მორჩა…
ამას ემატება ოპოზიციის ფინანსური შეზღუდვა, მისი დაშინება და ისევ საყვარელი ,,სუსი“.
ასეთია ის ,,კუკლა“, რომლსაც ამხანაგი გრიგორიჩი, ყალბი დოლარების შეკვრასავით, ჩვენ მოქალაქეებს არჩევნების მაგივრად ,,გვტენის“. 
ასე რომ არავითარი ,,ღრუზინები“ და ,,ბნელი ხალხი“, რომელთაც ,,ფეისბუქის“ მწერლების აზრით, თურმე მძღ…ში ცხოვრებას მოწონთ, არაფერ შუაშია. ხალხს, უბრალოდ, არავინ არაფერს არც ეკითხება! იმედგაცრუების გამო, ეს ადამიანები (მოსახლეობის თითქმის ნახევარი) არჩევნებზე არც მიდიან. სწორედ მათი ქუჩაში გამოყვანა წარმოადგენს დღეს ოპოზიციის მთავარ ამოცანას. წინააღმდეგ შემთხვევაში გრიგორიჩი, ,,სუსი“ და ცხვრების მრავალრიცხოვანი ფარა არჩევნებს მუდამ მოგიგებს…'' – წერს ზურაბ ოდილავაძე.
 
რაც შეეხება დავით ნარმანიას, მერს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თბილისის მიძინებაში,  ,,ხოზიაინი'' გულდაწყვეტილს არ დატოვებს, თუმცა ვინ იცის? 

 
 
წინა სტატია,, ქართული ოცნების” ზონდერები ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებოდნენ” – აცხადებს სენაკის მერობის კანდიდატი ”შენების მოძრაობიდან”
შემდეგი სტატია,,ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა პასუხი უნდა აგოს ადამიანების გატაცებისა და უკანონო დეპორტაციისათვის” – მიხეილ სააკაშვილის ბრიფინგი უკრანის გენერალურ პროკურატურასთან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური