მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ამ კლოუნადაში მონაწილობას არ მივიღებ'' – გრიგოლ ვაშაძემ მერე ტურში მონაწილეობაზე უარი...

,,ამ კლოუნადაში მონაწილობას არ მივიღებ” – გრიგოლ ვაშაძემ მერე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. 
პარტიის პოლიტსაბჭომ 5-საათიანი დაძაბული სხდომის შემდეგ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის ლიდერებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. მათი ნაწილი მხარს უჭერდა ქუთაისსა და მარტვილში დანიშნულ მეორე ტურში მონაწილეობას.
 
რაც შეეხება თავად მეორე ტურში გასული კანდიდატების პოზიციას, ქუთაისის მერობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არჩევნების დღეს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, დაშინებას, ზეწოლას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.
 
„ამ უმსგავსობის გაპრავებას ჩვენ უკვე აღარ ვაპირებთ იმიტომ, რომ უპრეცედენტო  ხასიათი ჰქონდა  ქუთაისში ამომრჩევლის მოსყიდვას. პირდაპირ ქუჩებში. ამიტომ თუ ცირკის დირექტორმა ვიღაცის „კლოუნად“ დანიშვნა გადაწყვიტა, ამ კლოუნადის ჩატარება „ქართულ ოცნებას“ მარტო მოუწევს,"-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
 
 
 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...