დომენტი სიჭინავას შტაბი დარღვევებზე საუბრობს

0
376
მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის დომენტი სიჭინავას საარჩევნო შტაბში დარღვევვებზე საუბრობენ. პრესსამსახურის უფროსის მაგდა კლდიაშვილის თქმით, ყველა დარრვევის ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს და მზად არიან მედიას მიაწოდონ. „ყველა საარჩევნო უბანზე 39 შშმ პირია სიაში თითქმის ყველგან #8 საარჩევნო უბანზე მარკირების გარეშე დაფიქსირდნენ #89 უბანზე მარკირებაგავლილი პირები მიდიან ხმის მისაცემად, ამავე უბანზე კომისიის თავმდჯომარემ გარეთ გაიტანა საბუთები 89-ე უბანზე სპეციალური სიები აქვთ კართან ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე მისულ მოსახლეობას უთითებენ ვის უნდა მისცენ ხმა კოლხიდაში არსებულ საარჩევნო უბანზე 36 კაცია რეგისტრირებული გადასატან ყუთზე და 50 ბიულეტენი გაიტანეს კახათში 95-ე უბანზე ჯანმრთელ ხალხს დააწერინეს განცხადებები, ნურა გეთია კონკრეტულად ასეთი პირი და გადასატანი ყუთი დააქვს ქართული ოცნების შტაბის მანქანას მერსედესი zms 341 84-ე უბანზე ჩანთებით დადიოდნენ კომისიის წევრები და დამკვირვებლები გამოუშვეს გარეთ ერთი საათით 25-ე უბანი კომბინატში 4 პირი დაჰყვება გადასატან ყუთს და ოთხივე ქართული ოცნების წარმომადგენელია, არცერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი არ არის. #59 ორსანტიაში ბეჭედს არ ურტყამენ ბიულეტენებს #19 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ დატოვა უბანი ძირითადი პრობლემა გადასატანი ყუთები, არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ იცის როდის გადის ეს ყუთები და მათ შორის, არც ჩვენმა დამკვირვებლებმა. სოფელ კახათში 95 საარჩევნო უბანში მკვდარი სულები სიაში 77-ე უბანი ჭითაწყარში კონვერტებს ახვედრებენ ამომრჩეველს, შედიან მას აგდებენ და ცარიელი ბიულეტენი გამოაქვთ. #5 უბანი ზუგდიდში მარკირებას არ უკეთებენ ამომრჩეველს 31-ე უბანი კოკში აგიტაციას ატარებენ 28-ე უბანზე წილისყრით გადასატან ყუთზე ყველა ოცნების კომისიაა ნინო აფსავა დგას მეორე სკოლასთან და აქგიტაციას ატარებს. ამბობს რომ სოციალური განვითარების ცენტრიდანაა, თუმცა ბეიჯი არ აქვს“- განაცხადა კლდიაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე
წინა სტატია,,ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში, როგორც მინიმუმ, ორას დარღვევაზე საუბრობს, ,,ქართულ ოცნებაში” ამ დარღვევებს ვერ ხედავენ
შემდეგი სტატია,,ხმა მივეცი განვითარების პერსპექტივას და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ადგილობრივ თვითმმართველობას”- ლელა ქებურია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური