ჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამას აშშ-ის ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონთ

0
377
ამერიკის შეერთებული შტატების ორი ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით შეშფოთებულია. ბარაკ ობამამ და ჯორჯ ბუშმა სხვადახვა ადგილას და თითქმის ერთდროულად, თითქმის ერთი და იგივე შინაარსის განცხადებები გააკეთეს ისე, რომ არც ერთ პრეზიდენტს დონალდ ტრამპის სახელი არ უხსენებია.ნიუ ჯერსიში დემოკრატიული პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ამერიკელებმა მთელს მსოფლიოს უნდა გაუგზავნონ მარტივი გზავნილი – რომ ისინი არ ეთანხმებიან დაყოფისა და შიშის პოლიტიკას. „21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და არა მეცხრამეტეში, კარგით რა“, – განაცხადა ობამამ. ექსპრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მუშაობა ისე გააკრიტიკა, რომ დონალდ ტრამპი არც ერთხელ უხსენებია. ობამას განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ნიუ იორკში სიტყვით გამოსვლის დროს, აშშ-ის მთავრობის მიმართ უკმაყოფილება ექსპრეზიდენტმა ბუშმაც გამოთქვა.„ისეთი განცდა მაქვს, თითქოს, რაღაც ძალები ჩვენს დასაშორებლად უფრო მეტ ძალისხმევას იჩენენ, ვიდრე ჩვენს გასაერთიანებლად“, – განაცხადა ექსპრეზიდენტმა.
წინა სტატიასაია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიამოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე – 9
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური