მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბეტონი დაასხეს გზაზე, ხვალ არჩევნებში რომ არ მივიდეთ"- არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე...

“ბეტონი დაასხეს გზაზე, ხვალ არჩევნებში რომ არ მივიდეთ”- არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე კორცხელის ერთ-ერთ ქუჩაზე ბეტონი დაასხეს

Published on

სოფელ კორცხელში  არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ერთ-ერთი ქუჩის თავში, სადაც დაახლოებით 150-მდე ოჯახი ცხოვრობს  800 მეტრის სიგრძის ბეტონის გზა დააგეს. ინფორმაცია და ფოტოები "ოდიშინიუსს" ადგილობრივებმა მიაწოდეს. გიორგი  ჭიჭინავას თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ  "ნაციონალური მოძრაობასს კანდიდატი არ ყავს,  მაინც  აგებენ  კორცხელში არჩევნებს და სწორედ იმიტომ,  რომ ამომრჩევლებმა ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამ წუთებში ბეტონის საფარი დააგეს. "- განუცხადა "ოდიშინიუსს ჭიჭინავამ. მისივე თქმით: " ამ უბანში ასევე ცხოვრობს ძალიან ბევრი მოხუცი და ავადმყოფი, რომლებიც გადასატანი ყუთის სიიდან ამოიღეს და რადგან იცოდნენ რომ მათ ტრანსპორტირებას მოვახდენდით გზა გადაგვიკეტეს.". შეგახსენებთ, რომ კორცხელში ნაციონალურ მოძრაობას მაჟორიტარი კანდიდატი არ ყავს. გელა თოლორაიამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი რამდენიმე დღის წინ  თქვა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ტარდება.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...