მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა ხელი მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ პროექტს

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ პროექტს

Published on

პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ პროექტს ხელი მოაწერა და დღეს გამართულ ბრიფინგზე ამ გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა იმით, რომ იგი  სახელმწიფოს მეთაური, კონსტიტუციის გარანტი და უმაღლესი ძალების მთავარსარდალია.
 
”ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, – განაცხადა მან –  მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ აცილებული იყოს თავიდან შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმღალესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. მთელ ამ პროცესში ჩვენ გვსურდა ევროპული სტანდარტის დამკვიდრება, რაც სრულიად ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის. იყო მეორე სტანდარტიც, ”ქართული ოცნების”, რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, თუ როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი დღევანდელი ნაბიჯი მინდა განხილული იყოს როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, კიდევ უფრო გააქტიურდეს, უფრო ძლიერი, უფრო მუშა და ეფექტური დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას და საბოლოოდ მივიღებთ თანხმობის კონსტიტუციებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....