„ფული და პოლიტიკა“- პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს.

0
421
საარჩევნო მედიაცენტრების პროექტის ფარგლებში, ზუგდიდის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური პარტიების ფინანსურ მონიტორინგზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა  და საარჩევნო კამპანიის  ფინანსურ მხარეებზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. ექსპერტ ნინო ლომჯარიას თქმით, ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაწილი ფულისა, პოლიტიკაში არის გაუმჭვირვალე და   არადეკლარილებული.მიუხედავად იმისა, რომ  სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ უფრო დახვეწილია, ხარვეზები მაინც არსებობს.მონიტორინგის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ  2017 წლის არჩევნებისთვის ყველაზე მეტი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ და „ევროპულმა საქართევლომ“ მიიღო. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, მას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წინა სტატიაზუგდიდში 12 წლის აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის სახელოსნო გაიხსნა.
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ხელი მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ პროექტს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური