მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ ტიროდა ხმამაღლა გოგი ოჩიაური?

რატომ ტიროდა ხმამაღლა გოგი ოჩიაური?

Published on

"თქვენ რა იცით რა არის მოლოდინი ბავშვობიდან… მე რომ ხელი მოვაწერე დამოუკიდებლობის აქტს გავიქეცი ოთახიდან, რაღაცა ოთახი ვიპოვე და დავიწყე ტირილი.
ნანა იაშვილს იცნობს ვინმე? აპარატში მუშაობდა და წამომდგომია თავზე, მე ძალიან შემრცხვა, ასეთ სიტუაციაში არ ვყოფილვარ არასდროს, ნუ გცხვენიაო, მითხრა, ყველა ოთახი დაკავებულიაო, ყველგან ასე ტირიანო, ისეთი ქვითინიაო, გეგონება რაღაცა ტრაგედია მოხდაო. იმდენად დიდი იყო ემოცია. ასე ველოდით" – ასე  ყვებოდა გოგი ოჩიაური თავის განცდებზე 1991 წლის 9 აპრილს , როცა პრეზიდენტმა ზვიად გამასახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 
 
იგი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ამ განცდების საპატიო ტყვეობაში დარჩა და პირნათელი წარდგება ღვთის სამსჯავროზე.
 მის სულს არც პუტჩისტების წინაშე ქედისმოხრა ამძიმებს და არც სხვა, ქვეყნის განვითარების კურსიდან გადახვევის მოსურნე ძალებთან  შეგუების თუ თანამშრომლობის ცოდვა. 
 
,,ჩვენი თანამედროვეობის საუკეთესო ადამიანი, უნიჭიერესი, პატრიოტი, თბილი, კეთილი, სამართლიანი'' – ასე ეხმაურებიან მის გარდაცვალებას ადამიანები, რომელთაც არ უჭირთ სხვისი ღირსებების აღიარება.
 

,,90 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დიდი პატრიოტი-ბ-ნი გოგი ოჩიაური. – წერს ეკა ხერხეულიძე – ჩემს ირგვლივ აღარ დარჩა ისეთი ადამიანი,რომელიც მასავით ხელშესახებად იცნობდა და სცნობდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ქრონიკებს. ამიტომ,დაუღალავად შემეძლო მისი მოსმენა.ზედმიწევნით კარგად მახსოვს მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთი და ასე დარჩება ჩემს მეხსიერებას,სანამ ვიქნები.ეს იმიტომ , რომ საათებად ქცეული ძვირფასი წუთები მხოლოდ საქართველოზე საუბარს ეთმობოდა.''
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...