რა მოხდა გუშინ ერგეტაში? ბრიფინგი ,,ევროპული საქართველოს” ზუგდიდის ოფისში

0
475
დღეს დილით ,,ევროპული საქართველოს'' ზუგდიდის ოფისში ქალაქის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ ბრიფინგი გამართა.
 
ლელა ქებურიამ  გუშინ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში მომხდარ  ინცინდენტზე პასუხიმგებლობა მერობის კანდიდატს ლაშა გოგიას, გუბერნატორის მოადგილესა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსს დავით კოდუას დააკისრა. უპასუხა ,,ქართული ოცნების'' შტაბის ხელმძღვანელის მიერ გუშინ გაჟღერებულ უსაფუძვლო ბრალდებებს, დაასახელა  მონაწილე პირები  და მათი დროული დასჯა მოითხოვა.
 
როგორც ლელა ქებურიამ განაცხადა,   ,,ქართული ოცნების'საარჩევნო შტაბის უფროსმა დავით კოდუამ  ზონდერები უწოდა  ალექსანდრე ღვინჯილიას მხოლოდ იმიტომ, რომ ის ყოფილი  პოლიციელია ,  და ეს მაშინ, როცა  ალექსანდრე ღვინჯილიას მიღებული აქვს 2016 წლით დათარიღებული   და გიორგი მღებრიშვილის ხელმოწერილი მადლობის სიგელი. თუ ,,ქართული ოცნება'' ყველა ყოფილ პოლიციელს ზონდერს უწოდებს, გამოდის, ქ. ზუგდიდის მერობის კანდიდატად ყველაზე დიდი ზონდერი, ყოფილი კუდის თანამშრომელი ლაშა გოგია ჰყავთ წარდგენილი – განაცხადა მან.
 
,,დავით კოდუამ   ზონდერები გვიწოდა აგრეთვე სამ ქალს,  რომელნიც ერგეტის შტაბში მომხდარის გასარკვევად და იმ პირთა დასაფიქსირებლად მივედით, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს მომხდარის პროვოცირებაში.  '' – განაცხადა ლელა ქებურიამ . 
 
ლელა ქებურიამ  დაასახელა ის პიროვნებები, რომლებიც გუშინდელ ინციდენტში იღებდნენ მონაწილეობას –  „ქართული ოცნების“ ერგეტის მაჟორიტარი ზვიად ყორშია, , მმართველი პარტიის შტაბის წევრები: რუბენ შელია, კუკური შელია, როინ მიქაია, ასევე, მამუკა სიჭინავა, ნიკა მაქაცარია და ,ქართული ოცნების'' ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსის დავით კოდუას მამა ოთარ კოდუა. . როგორც მან განაცხადა,   ეს უკანასკნელი  განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა  და სწორედ მან დაარტყა ხელი ალექსანდრე ღვინჯილიას. 
 
ლელა ქებურია ერგეტაში მომხდარი ინციდეტის დროულ გამოძიებას ითხოვს და მ შსს-ს მოუწოდებს  მოხდეს დროული რეაგირება და უმკაცრესად დაისაჯოს დამნაშავე  .
 
,,ევროპული საქართველოს'' წარმომადგენლის ბრალდებას ,,ქართული ოცნების'' შტაბში უპასუხეს. შტაბის უფროსის  დავით კოდუას თქმით,  ,,გია ჯიქია, რომელიც ერგეტის მიკროშტაბში მივარდა, მეგის ქარდავას მარცხენა ხელი  იყო და  მიუთითებდა ქარდავას ზუგდიდში დასაკავებელ პირებზე.
რაც შეეხება ყოფილი პოლიციელის  ზონდერობას, მან  უპასუხოდ  დატოვა ჟურნალისტის კითხვა, თუ რით აიხსნება  ის, რომ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მადლობის სიგელი გადასცა  ალექსანდრე ღვინჯილიას, რომელიც, მისი თქმით, ზონდერია.   
დავით  კოდფუამ  დაადასტურა, რომ   მისი მამა – ოთარ კოდუა ნამდვილად იმყოფებოდა გუშინ ერგეტაში და და ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ იგი  ამ მეზობელ სოფელში სუფრაზე იყო მიწვეული.
 

შეგახსენებთ, გუშინ, მერობის კანდიდატის მეუღლის გია ჯიქიას განცხადებით, მას და პარტიის აქტივისტს ალექსანდრე ღვინჯილიას სოფელ ერგეტაში 20-მდე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. ჯიქიას ინფორმაციით, თავდამსხმელები "ქართული ოცნების" მხარადმჭერები იყვნენ.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს.

 
 
 
წინა სტატიაზუგდიდელი სპორტსმენის წარმატება ევროპის ჩემპიონატში
შემდეგი სტატიაცნობილი ქართველი მოქანდაკე გოგი ოჩიაური გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური