მთავარისიახლეებიმსოფლიოკიევში, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, 11 ადამიანი დააკავეს.

კიევში, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, 11 ადამიანი დააკავეს.

Published on

კიევში, უკრაინის რადასთან გრუშევსკის ქუჩაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, 11 ადამიანი დააკავეს. შეტაკება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეთაგან იმ ფარების დაბრუნება სცადა, რომელიც მათ 17 ოქტომბერს სამართალდამცველებს მოპარეს. ამის შესახებ „ლიგა“ ეროვნულ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.„როდესაც მომიტინგეთა კოლონა, იმ ადამიანების მეთაურობით, ვისაც ხელში პოლიციის ფარები ეკავა, სხვა ადმინისტრაციული შენობებისკენ მიემართებოდა, პოლიციამ მათ კიდევ ერთხელ მოუწოდა ფარები დაებრუნებინათ. უარის შემდეგ მოხდა შეხლა-შემოხლა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მათი ინფორმაციით, სამი ადამიანი უკვე გაათავისუფლეს.

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...