როცა ლიდერი მარგინალი კი არ არის, არამედ ხალხის ნდობით აღჭურვილი პოლიტიკოსი, რომელსაც სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა არ სჭირდება

0
505
კიევში უმაღლესი რადის შენობასთან შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დღეს რაიმე მნიშვნელოვან გართულებას ადგილი არ ჰქონია, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა მკაფიო განცხადება, რომ მისი მიზანი არის არა არეულობა და პროვოკაციები, არამედ ხალხის მოთხოვნების გახმიანება და არასასურველი ხელისუფლების ჩანაცვლება მშვიდობიანი პოლიტიკური გზებით. მე არა ვარ მარგინალი, ჩემს უკან ხალხი დგას და სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა არ მჭირდება  – განაცხადა მან. 
ლიდერის მოწოდებისამებრ აქციის მონაწილეები დილიდანვე ორგანიზებულად და კანონის სრული დაცით მოქმედებდნენ, არავინ წასულა რაიმე გართულებებზე, თუმცა აქა იქ დღის განმავლობაში მცირე ექსცესები მაინც მოხდა.  დილის საათებში მცირე დაპირისპირებებს   მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის, ადგილი ჰქონდა რადის შენობისკენ მიმავალი ქუჩების გადასაკეტად დამონტაჟებული მეტალის კორდონების გარღვევის მცდელობისას, აქტივისტები სკანდირებდნენ ,, უკრაინა! უკრაინა!''
უკრაინული მედიის ცნობით, სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც მიტინგის მონაწილეებმა უმაღლესი რადას შენობასთან დამონტაჟებული მეტალის საძიებო  მოწყობილობების გავლით იქ  გასაშლელად გამიზნული  კარვების  შეტანა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირედი შეხლა-შემოხლა მოყვა.  პოლიციელების უხეშობას და ადგილიდან მომიტინგეთა ძალისმიერი მეთოდებით  გაძევების მცდელობას მოქალაქეებმა პროტესტით უპასუხეს. 
რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციის ხელკეტებისა და ხელების გადაგრეხას  მათ  ჯოხები, ქვები, გაზის ბალონები დაუპირისპირეს. არის ცნობები, რომ  პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
,,რია ნოვოსტის'' ცნობით, არეულობის შედეგად დაშავდა როგორც მინიმუმ, ერთი პოლიციელი, ,,უკრაინსკაია პრავდას'' ცნობით, ორი ადამიანი – ერთი პოლიციელი და ერთი მოქალაქე. აქციის მონაწილეების თქმით კი იხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთაგან  დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია –   რამდენიმე ადამიანი.  
როცა ხელისფლება  შეგნებულად წავიდა გამწვავებაზე,  ბატალიონ "დონბასის" წევრებმა პოლიციელებს ფარები წაართვეს და ხალხსა და პოლიციას შორის ჩადგნენ
მომიტინგეებმა ნაშუადღევს  რადის შენობის ბლოკირება მოახდინეს, ისინი აცხადებენ, რომ დეპუტატებს რადადან არ გამოუშვებენ, სანამ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებენ. არის ინფორმაცია, რომ დემონსტრანტებმა საცემრად გაიწიეს დეპუტატ ოლეგ ბარნაზე, რომელიც შენობის დატოვებას აპირებდა და ხალხს გამაღიზიანებელი რეპლიკები ესროლა, გაგულისებულ დემონსტრანტებს ისევ მიხეილ სააკაშვილმა გამოგლიჯა იგი ხელიდან, ვიდეო ჩანწერში ისმის, რპგორ ცდილობს იგი ხალხის დაწყნარებას– ,,რაც უნდა მიუღებელი იყოს ჩვენთვის ადამიანი, დეპუტატი, მას ასე არ უნდა მოვექცეთ, ბარნას და მისნაირებს სასამართლო გამოუტანს განაჩენს, როცა ეს რეჟიმი დასრულდება.'' 
 
ამ წუთებში   მომიტინგეები პარლამენტის შენობასთან კარვებს შლიან. უკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები, რომლებსაც  გრუშევსკისა და სადოვაიას ქუჩების კვეთაზე დილიდან  კორდონი ჰქონდათ მოწყობილი, შეუფერხებლად ატარებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს, რომლებსაც კარვები და საძილე ტომრები შეაქვთ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციელების კორდონთან მივიდა მომიტინგეების კოლონა,  რომელსაც პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და დეპუტატი სერგეი ლეშჩენკო მიუძღოდნენ.

 
 ბოლო მოცემებით,  უკვე ოცზე მეტი კარავია გაშლილი, სულ 700 კარავია გამზადებული, ამ კარვების ქალაქს აქვს ბილიკებიც და საველე სამზარეულოც. 
დღეს მიხეილ სააკაშვილმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ მათთან ერთად, რადის წინ, კარვებთან დარჩება, ხალხის რაოდენობა კი მოიმატებს. მართლაც აქციას სულ უფრო მეტი ხალხი ემატება როგორც კიევიდან, ისე სხვა ქალაქებიდანაც. 
 

შეგახსენებთ, კიევში აქციის მონაწილეები დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.
 
აქცია, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აქცია  პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
 
 უკრაინულ მედიაში გამოჩნდა პროგნოზები, რომ პოროშენკოსთვის  მესამე მაიდანი მზადდება
 
 

 
 

 

წინა სტატიაფირმა დაიმლერი Mercedes-Benz-ის მარკის მილიონ ავტომობილს გაიწვევს. მიზეზი უსაფრთხოების ბალიშების დეფექტია
შემდეგი სტატია,,Два в одном” – ირმა ინაშვილმა პრემიერის გადადგომა ექსპრემიერის სახლთან გამართულ ბრიფიგზე მოითხოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური