უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით.სახალხო დამცველმა წარმოადგინა პირველი სპეციალური ანგარიში სკოლებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც მისი ინიციატივითა და UNICEF-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
,,მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას .
ანგარიშის თანახმად, ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დაფიქსირდა მოსწავლეთა დაახლოებით, 20%-ში, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან – 47%, დამრიგებლის მხრიდან 61%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან 78%. სკოლის თანამშრომელთა 25% ყვირილს ძალადობად არ მიიჩნევს.
ძალიან ბევრ პირს, რომელიც სკოლაში მუშაობს, არ აქვს ნათელი წარმოდგენა ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მისი პრევენციის და რეაგირების მექანიზმებზე.''- ნათქვამია ანგარიშში.
სახალხო დამცველი ბულინგოისპრობლემასაც ეხება და აღნოშნავს, რომ ეს სამწუხაროდ . კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
მონიტორინგი 98 საჯარო სკოლაში, 5 კერძო და 6 სკოლა-პანსიონში ჩატარდა.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის მიზანი არ ყოფილა მხოლოდ მონიტორინგი, ამიტომ რამდენიმე საქმის შესწავლის შემდეგ რეაგირებისთვის მიმართეს შესაბამის უწყებებს.
“ჩვენ კონკრეტული შემთხვევები შევისწავლეთ, სადაც საჭირო იყო ჩვენი რეაგირება. ჩავთვალეთ, რომ რამდენიმე საქმის შესწავლა დაგვეწყო. არ გამოვრიცხავ რამდენიმე საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმის დასახვეწად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით მონიტორინგი