მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ბიზნესმენ ლევან ქუჩულორიას 3 ტყვია ესროლეს -...

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ბიზნესმენ ლევან ქუჩულორიას 3 ტყვია ესროლეს – ახალი დეტალები და გარემოებები.

Published on

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია  დაჭრეს. როგორც ვიუწყებოდით, გასრლა,  სავარაუდოდ, ქუჩიდან, ავტომანქანიდან  განხორციელდა. მოქალაქე ლ. ქუჩულორია ამ დროს საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ და ჟურნალისტებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.
"ოდიში ნიუსის" ინფორმაციით, დაჭრილი მამააცი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
დაჭრილის მამა ,,ოდიში ნიუსთან'' საუბარში აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ შეიძლება ყოფილიყო თავდამსხმელი. ,,  ჩემს შვილს ბევრი მეგობარი ყავს და საღამოობით აქ ყოველთვის სტუმრიანობა გვაქვს. ეს ამბავი რომ მოხდა, სახლში ვიყავი და წიგნს ვკითხულბდი, სროლის ხმაზე გამოვედი და ეზოში ეს სურათი დამხვდა'' – ამბობს იგი. 
ექიმების განცხადებით დაჭრილს  ერთი ტყვია მუცლის არეში აქვს მოხვედრილი, ორი კი – ფეხზე. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ისიც, უკავშირდება თუ არა თავდასხმა დაზარალებულის ბიზნესსაქმიანობას. 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...

ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირეს. 25 მომხრე და 2...