ზუგდიდის ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაციონალური მოძრაობიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

0
404
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში უბნების ოთხმა მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა. 
მათ დღეს მიმართეს ზუგდიდის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით საკუთარი კანდიდატურების მოხსნის შესახებ, სადაც ამის მიზეზებს პირადი გადაწყვეტილებით ხსნიან .
ინფორმაციას ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ზუგდიდის ოფისში ადასტურებენ.

„დღეს შემოვიდა  67 საოლქო საარჩევნო ოლქსი დარეგისტრირებული ოთხი პირის განცხადება კანდიდატურების მოხსნის შესახებ. ესენი არიან გელა თოლორაია, გოდერძი კუკავა, ლევან მაქაცარია და ბორის  თოფურია“. თუმცა ვადები უკვე გასულია და ეს არაფერს არ ცვლის" – აცხადებს  ცესკოს ზუგდიდის ოფისის ხელმ\ღვანელი   მირანდა მესხი.
მისივე ცნობით, გელა თოლორაია კენჭს იყრიდა კორცხელში, ,  ლევან მაქაცარია-ყულიშკარში,  გოდერძი კუკავა –  ცაიშში, გიორგი თოფურია კი  პარტიული სიის 30 – ე ნომერია.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
 
წინა სტატია„ხელი არ წაგიცდეთ 21 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებისკენ!” – ოპოზიცია ივანიშვილს აფრთხილებს
შემდეგი სტატია„ცოდვილა-უპატრონოების დღე”. სოსო ოსორაულის ახლობლების აქცია ზემო ალვანში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური