ერთი ლარი დედაქალაქის კი არა, საკრებულოს უმრავლესობისა და მისი მბრძანებლის ფასია – თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

0
423
ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავენ. აქციის მთავარი ლოზუნგია "გავერთიანდეთ თბილისის გადასარჩენად". 
პარტიის ლიდერების განცხადებით, ისინი პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემას აპროტესტებენ.
მსვლელობის მონაწილეებს ხელში საპროტესტო ბანერები და საქართველოს დროშები უკავიათ.
 
ჩვენი მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილს ჩამოვართვათ ის ავტოფარეხი, რომელიც საკრებულომ დაუკანონა. უნდა შეჩერდეს თბილისის დაცინვა,“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
 
ზაალ უდუმაშვილის თქმით საკრებულოს უმრავლესობაში არის 30 ადამიანი, აქციაზე კი ათიათასობით ადამიანია მისული და სწორედ ეს არის კანონო და ხალხი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
 
თბილისში მიმდინარეობს მძლავრი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები აპროტესტებს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას , რომლის მიხედვითაც  ბიძინა ივანიშვილის კომპანიებს თაბორის მთასა და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცა.
.აქცია  მეტროსადგურ რუსთაველთან დაიწყო და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდება
 
.„თბილისი დაანახებს ბიძინა ივანიშვილს, რომ მას გააჩნია თავმოყვარეობა და არ დათმობს მის ტერიტორიებს ვიღაცის კერძო ავტოფარეხად გადასაკეთებლად“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
 
ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის მეტროსთან 14:00 საათზე შეიკრიბნენ – იქ იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები, დეპუტატები და საკრებულოს წევრები. მთავარი მოთხოვნაა, ბიძინა ივანიშვილს ჩამოერთვას მიწის ის ორი ნაკვეთი, რომელიც მას საკრებულომ გადასცა.
 
„ეს არის მშვიდობიანი აქცია, ოღონდ ძალიან ხმამაღალი და ძალიან მრავალრიცხოვანი,“ – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილმა ამ წუთებში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. ზალიკო უდუმაშვილის თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და თბილისი იმ ტერიტორიებს დაიბრუნებს, რომელიც მას ჩამოერთვათ.
 
„ეს არის მშვიდობიანი აქცია, ოღონდ ძალიან ხმამაღალი და ძალიან მრავალრიცხოვანი, იმიტომ რომ თბილისმა უნდა დაიბრუნოს ის წართმეული ტერიტორიები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილის დაუკანონა. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ. ჩვენ ყოველდღიურად უფრო ბევრნი და ბევრნი ვართ,“ – აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომელიც უკანონობის დამარცხებას ემსახურება.
 
„მშვიდობიანი აქცია, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანაში ცინიზმის დამარცხებას, უკანონობის დამარცხებას და აღვირახსნილობის დამარცხებას, რომელიც მომდინარეობს ერთი ადამიანის მხრიდან,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
აქციას გამაფრთხილებელს უწოდებს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა. აქცია -მსვლობაზე იმყოფება  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი კოტე იოსელიანი, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მიწის არც ერთ ნაკვეთს არ დაუთმობენ.
 
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის აზრისა და პროტესტის გამოსახატავად შეიკრიბნენ.
 
აქციაზე იმყოფება  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი მინაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ბიძია ივანიშვილს საქართველოს ხელში ჩაგდების საშუალებას არ მისცემენ. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, სახელმწიფო რესურსი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
 
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ არ შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ ივანიშვილმა საქართველო ხელში ჩაიგდოს.
 
წინა სტატია„ვაპროტესტებთ ოლიგარქის რეჟმს, არ გვინდა გაიყიდოს საქართველო“- ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული აქცია თბილისში
შემდეგი სტატიააქ ცხოვრობს ამ ქვეყნის მთავარი ფაროსანა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური