მთავარისიახლეებისაზოგადოებასაარჩევნო პროცესში ბაგა-ბაღების დირექტორების შესაძლო მონაწილეობაზე მოკვლევა დაწყებულია- ცესკო

საარჩევნო პროცესში ბაგა-ბაღების დირექტორების შესაძლო მონაწილეობაზე მოკვლევა დაწყებულია- ცესკო

Published on

მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ საარჩევნო პროცესში შესაძლო ჩართვისა და ამ კუთხით შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოკვლევა დაწყებული აქვს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განუცხადა.„ბაღების დირექტორების საკითხზე მედიით გავრცელებული ინფორმაცია ჩვენთვის იყო ძალიან საინტერესო და სწორედ ამ მედიაინფორმაციის საფუძველზე, მე პირადად მოკვლევის მიზნით ეს ფაქტები გადავუგზავნე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს. მოკვლევა მიმდინარეობს ამ საკითხზე და აუცილებლად ეცნობება საზოგადოებას შედეგების შესახებ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.მისი თქმით, ანალოგიურად, მოკვლევაა დაწყებული ისეთ შემთხვევებზეც, რომელიც საარჩევნო პროცესში სკოლის მასწავლებლების საარჩევნო პროცესში შესაძლო ჩართვის საკითხს ეხება.საერთო ჯამში კი ამ დროის მონაცემებით, ცესკო-ს უკვე 11 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი აქვს შედგენილი და მათი უმრავლესობა კამპანიისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნორმების დარღვევას ეხება.„სკოლის მასწავლებლებთან დაკავშირებითაც, ყველა შემთხვევაზე, რაც კი ჩვენთვის გახდა ცნობილი, არა მხოლოდ საჩივრების საფუძველზე, არამედ მედიის მეშვეობით, მოკვლევა გვაქვს დაწყებული. მასწავლებლის შემთხვევაც გახსოვთ, შუახევის ფაქტი, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიტანა და დაადგინა რომ იქ იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ჩვენ დღეის მონაცემებით უკვე 11 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გვაქვს შედგენილი, მათი უმრავლესობა არის სწორედ კამპანიის წესებისა და ადმინისტრაციული წესების გამოყენების ნორმების დარღვევებთან დაკავშირებული საკითხები და ჩვენ ამ საკითხების მოკვლევას მაქსიმალურად ვაწარმოებთ." – განაცხადა თამარ ჟვანიამ. რაც შეეხება არჩევნებისთვის მზადების პროცესს, ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციით,
ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი არის მოწესრიგებული, როგორც საარჩევნო კომისიების რესურსის მხრივ, ისე სხვა მატერიალური რესურსის თვალსაზრისით და ცესკო მზად არის არჩევნების ჩასატარებლად.სწორედ ორგანიზაციული კუთხით არსებულ ვითარებაზე ცესკოში დღეს ბრიფინგი გაიმართება და მედიას ბიულეტენების ბეჭდვის, სიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამომრჩეველთა ბარათების საკითხებზე ინფორმაციას გააცნობენ.
 

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...