აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ დონალდ ტრამპი საერთაშორისო კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. ეს განცხადება მან Twitter-ზე ირანის ბირთულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო გააკეთა. „პრეზიდენტის გადაწყვეტილება საშიშია. ის საერთაშორისო კრიზისს ქმნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს,“- დაწერა ქერიმ. ყოფილ სახელმწიფო მდივანს არ ესმის, რატომ ვერ ხედავს ტრამპი ირანის მხრიდან ბირთული შეთანხმების პირობების შესრულებას, როცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ასევე აშშ-ის მოკავშირეები და ტრამპის ადმინისტრაციის წევრები თეირანის განცხადებას სიმართლედ მიიჩნევენ. „როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, რეალობა ისაა, რომ შეთანხმებაზე უარის თქმით პრეზიდენტი ჩვენს პოზიციებს ასუსტებს, მოკავშირეებთან გვაშორებს, ირანელი კონსერვატორების მდგომარეობას ამყარებს, ჩრდილოეთ კორეის კრიზისს ამწვავებს და სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენს გვიბიძგებს,“- დაწერა ჯონ ქერიმ
სიახლეები
საზოგადოება
“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...
სიახლეები
ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...
სიახლეები
კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...
საზოგადოება
ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა
ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...